კლაას-იან ჰუნტელაარი: 2019 წლამდე "შალკეში"

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" ფორვარდმა კლაას-იან ჰუნტელაარმა 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან.

31 წლის ჰუნტელაარი "შალკეში" 2010 წლის აგვისტოში "მილანიდან" გადავიდა. მან შემდეგ ფორვარდმა "მეშახტეების" რიგებში 160 მატჩი ჩაატარა და 101 გოლი გაიტანა. წელს ჰოლანდიელმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

ამ ინფორმაციის შემდეგ "ბილდმა" გაარკვია ჰუნტელაარის ამ ნაბიჯის მიზეზი. როგორც ირკვევა, "შალკეს" ხელმძღვანელობა ფორვარდს დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში გუნდი ორ ვარსკვლავს შეიძენს. წყაროს ცნობით, "მეშახტეების" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო ზამთრის
სატრანსფერო ბაზრისას მცველისა და ნახევარმცველის შეძენას აპირებს.

სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ჰუნტელაარის ხელფასის ოდენობა გაარკვიეს: თვეში 560 ათასი ევრო, რაც წელიწადში 6.72 მილიონ ევროს შეადგენს.

* * *
მოგვიანებით, გერმანულ პრესაში გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ "მეშახტეები" შეეცდებიან "მილანიდან" ნაიჯელ დე იონგის შეძენას.

ჰოლანდიელს "როსონერისთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომაც გერმანულ კლუბს კარგი შანსი აქვს, ფეხბურთელი ზამთარში მინიმალურ თანხად შეიძინოს ან უფასოდ აიყვანოს 2015 წლის ზაფხულში.

დე იონგი 2006-09 წლებში თამაშობდა ბუნდესლიგაში - ის "ჰამბურგის" წევრი იყო და იქიდან გადავიდა "მანჩესტერ სიტიში", 2012 წელს კი "მილანში" აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული