"ვოლფსბურგის" ვარსკვლავმა შვეიცარიაში ღამის ბარში იჩხუბა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი ერთ-ერთ შვეიცარიულ ღამის კლუბში ამტყდარი ჩხუბის მონაწილე გახდა.

როდრიგესი თავის ოჯახთან ერთად ციურიხში ატარებს საახალწლო შვებულებას. ღამის კლუბში ფეხბურთელი თავის ძმებთან - ფრანსისკოსთან და რობერტოსთან ერთად წავიდა და იქ "გრასჰოპერსის" გულშემატკივრებს გადაეყარა.

ფანებმა ფრანსისკოს შეურაცხყოფა დაიწყეს, რადგან ის "გრასჰოპერსის" მთავარი მტრის - "ციურიხის" რიგებში თამაშობს. რიკარდო როდრიგესმა 19 წლის ძმის დაცვა გადაწყვიტა და ჩხუბიც ამის შემდეგ დაიწყო.

"ძალადობისა და ალკოჰოლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ; ასევე, იშვიათად დავდივარ კლუბებში. მაგრამ, როცა საქმე ჩემს ოჯახს ეხება, ყოველთვის მზად
ვარ მის დასაცავად. როცა დავინახე, როგორ ჰკრეს ხელი ჩემს ძმას და ცემა დაუწყეს, ინსტინქტურად დავიწყე ჩხუბი. უბრალოდ, მისი დაცვა მინდოდა", - აღნიშნა როდრიგესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სგ სგ მაგარიკაციხარ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული