არასაფეხბურთო აღიარება: ბოატენგი ყველაზე მოდური მამაკაცია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მცველი ჯერომ ბოატენგი გერმანიის ყველაზე მოდურ მამაკაცად აღიარეს. გამოკითხვა მამაკაცთა ჟურნალმა GQ-მ ჩაატარა.

ჟურნალის რედაქციის აზრით, 26 წლის მცველი ყოველთვის მოდურად გამოიყურება, მაშინაც კი, როცა სირბილის დროს სავარჯიშო შარვალი და მაისურა აცვია. ბოატენგს მსოფლიოს ჩემპიონს უწოდებენ არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მოდაში.

რეიტინგში მეორე ადგილი რეპერმა სგომ დაიკავა, მესამე - ბლოგერმა ალი აქდენიზმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული