Bild-ის ცნობით, ფეხბურთელი 10 იანვარს დაიღუპა.
პოლიციის მონაცემებით მალანდა Volkswagen Touareg-ის უკანა სავარძელზე იჯდა, ხოლო ავტომობილის მძღოლი დიდი სიჩქარით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოხდა ავარია. ავტომობილმა ჯებირს გადაუფრინა, ხეს დაეჯახა და გადაბრუნდა.
მალანდა ავტომობილიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. მძღოლი და კიდევ ერთი ადამიანი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მალანდამ ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. "ვოლფსბურგში" ის 2013 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან გერმანული კლუბის