წიგნი განსაკუთრებული იქნება, რადგან მასში პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი თავისი ცხოვრების საზარელ და ტრაგიკულ ფაქტს სრულებით გამოამზეურებს - ცნობილია, რომ როდესაც ბლაშჩიკოვსკი 10 წლის იყო, მამამისმა მისსავე თვალწინ დედამისი მოკლა.
"წიგნში ყველაფერს დაწვრილებით ვყვები, რაც გადავიტანე. ის ყველაფერი დღემდე ცხადად მახსოვს და ვერც ვერასდროს დავივიწყებ. ის ჩემს მეხსიერებაში მანამ დარჩება, სანამ ცოცხალი ვარ.
იმ ამბავმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე უფრო ძლიერი გავხდი. ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანს ხომ უფრო ამტანს
და როდესაც შემდეგ პრობლემები მექმნებოდა, ისინი ჩემზე უკვე აღარ მოქმედებდნენ ისე, როგორც სხვებზე.
ახლა ჩემთვის სულერთია, რა მოხდება, მე ხომ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რამ უკვე ვნახე...", - აქვეყნებს ბლაშჩიკოვსკის სიტყვებს Die Welt-ი.