"ბორუსია": დორტმუნდის ახალი ტრავმირებულები

AutoSharing Option
ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა "დორტმუნდმა" საკონტროლო შეხვედრა მოუგო რუმინეთის "სტიაუას" - 1:0. იურგენ კლოპის გუნდი ამ მატჩშიც ვერ გადაურჩა ტრავმებს - იძულებით დატოვეს მოედანი კევინ გროსკროიტცმა და სებასტიან კელმა. ჯერჯერობით მათი ტრავმების ხარისხის შესახებ არაფერია ცნობილი.

დორტმუნდელთა მხრიდან ერთადერთი გოლი იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ გაიტანა (84-ე წუთზე), ხოლო გერმანული კლუბის შემადგენლობა ასეთი იყო:

ვაიდენფელერი (46. ალომეროვიჩი), გროსკროიტცი (74. ჰარდერი), სუბოტიჩი, ჰუმელსი (46. შმელცერი), პაპასტატოპულოსი, გიუნდოგანი (61. ბურნიჩი), კელი (44. გინტერი), იოიჩი, როისი (46. ბლაშჩიკოვსკი), კამპლი (65. პასლაკი), იმობილე (74. სტანკოვიჩი).

"დორტმუნდის" განაპირა მცველმა
ერიკ დურმმა ვარჯიშის დროს ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და ამ მიზეზით გამოტოვებს მეორე წრის პირველ მატჩს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ.

როგორც "ბილდი" წერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს მხოლოდ თებერვალში შეეძლება მოედანზე დაბრუნება.

* * *
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ უარყო ჭორები იმის შესახებ, თითქოს გუნდის ლიდერმა მარკო როისმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "რეალთან". ადრე დაიწერა, რომ 25 წლის ნახევარმცველს "სამეფო კლუბმა" ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა წლიური 7 მილიონი ხელფასით.

"ამ ინფორმაციაში მართალი არაფერი არ არის, - მოჰყავს "ბილდს" ვატცკეს სიტყვები. - ეს, უბრალოდ, ჭორი და სისულელეა".

ამასობაში, ესპანურმა გამოცემა AS-მა უფრო კონკრეტული ინფორმაცია გაავრცელა. ის წერს, რომ როისი არ აპირებს "ბორუსიაში" კარიერის გაგრძელებას: წყაროს ცნობით, მარკოს უახლოესი მეგობრებისთვის უთქვამს - 2014-15 წლების სეზონის შემდეგ დავტოვებ "ბორუსიასო".

თუმცა ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს - სად გააგრძელებს კარიერას და ამ საკითხთან დაკავშირებით მარტისთვის ჩამოყალიბდება. არჩევანი კი დიდია. როისზე პრეტენზიას აცხადებენ: "ჩელსი", "რეალი", "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი"...

* * *
ამასობაში ირკვევა, რომ "დორტმუნდმა" 2015-16 წლების სეზონში მეორე ბუნდესლიგაში სათამაშოდ განაცხადი შეიტანა. ეს ინფორმაცია თავად ვატცკემ დაადასტურა.

მისი თქმით, კლუბმა გერმანიის საფეხბურთო კავშირში შესაბამისი განაცხადი შეიტანა ლიცენზიის მისაღებად, რაც მეორე ბუნდესლიგაში გამოსვლის უფლებას იძლევა.

"საჭირო იყო დოკუმენტების გაგზავნა და ეს გავაკეთეთ. ასეთია წესი. ნებისმიერი შემთხვევისთვის უნდა ვიყოთ მზად", - ამბობს ვატცკე, რომლის გუნდი ბუნდესლიგის პირველი წრის შემდეგ გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული