ანდრე შიურლე "მგლების" ბუნაგში მიდის

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველი ანდრე შიურლე მოლაპარაკებებს აწარმოებს "ვოლფსბურგთან" ტრანსფერზე, - წერს გერმანული გამოცემა "ბილდი".

წყაროს ცნობით, შიურლე მზად არის, დატოვოს ლონდონური კლუბი. ფეხბურთელის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასულ უქმეებზე ანდრეს აგენტი შეხვდა "ვოლფსბურგის" წარმომადგენლებს ლონდონში. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დროს გერმანელის "ვოლფსბურგში" ტრანსფერი. ასევე, აღნიშნავენ, რომ "ჩელსიმ" უკვე იპოვა შიურლეს შემცვლელი "ფიორენტინას" ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს სახით.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ "მგლები" მზად არიან, შიურლეში დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 14 მატჩში სამი გოლი გაიტანა.

* * *
ამასობაში, "ვოლფსბურგის" ნახევარმცველი ვიერინია "შალკეს" ინტერესთა სფეროში მოექცა. გელზენკირხენელები ზაფხულში შეეცდებიან 29 წლის პორტუგალიელის შეძენას და მას წელიწადში 3,5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "მგლებთან" ამ სეზონის შემდეგ იწურება. გერმანიის ჩემპიონატის პირველ წრეში ვიერინიამ 16 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა; აგრეთვე, ევროპალიგის ხუთ მატჩში გოლი და ორი პასი ჩაიწერა აქტივში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული