ფანებთან დასალაპარაკებლად რომან ვაიდენფელერი და მატს ჰუმელსი მივიდნენ, რომლებმაც ქომაგები შედარებით დააშოშმინეს.
იურგენ კლოპმა კი აღიარა - ახლა ყველაფერს არასწორად ვაკეთებთო, მაგრამ ტრადიციულ ოპტიმიზმს დორტმუნდელთა 47 წლის მწვრთნელი არ კარგავს და ამბობს, მალე ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს მალე კი მართლაც მალე უნდა დადგეს, თორემ ჩემპიონთა ლიგაზე სერია A-ს ლიდერ ტურინის "იუვენტუსთან" მატჩიც კარზეა მომდგარი.
ამ პრობლემების ფონზე, არც არის გასაკვირი,
ბოლოს ყველაზე აქტიურად "ბარსელონას" ახსენებდნენ და ესპანური წყაროები ირწმუნებიან, 26 წლის შემტევისა და კატალონიელების საქმე სერიოზულადააო.
უბრალოდ, ერთი შეხვედრისას როისს ბუნებრივი კითხვა გასჩენია - თუ გადმოვალ, რომელ პოზიციას მიმზადებთ, თუ წინა ხაზზე ლუის სუარესი, ნეიმარი და ლიონელ მესი არიანო? მარკოს თადარიგში ყოფნა არ უნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"