ჯერომ ბოატენგს დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველს, ჯერომ ბოატენგს შეეძლება გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "პადერბორნის" წინააღმდეგ თამაში, - წერს "ბილდი".

როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონი "შალკესთან" მატჩში "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის გააძევეს მოედნიდან და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მაგრამ რეკორდმაისტერმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და გუშინ მცველს დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე შეუმცირეს.

ასე რომ, ბოატენგს გამოსატოვებელი "ჰამბურგთან" უახლოესი ტურის შეხვედრა დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული