როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ვებგვერდზე წერს, 29 წლის ფეხბურთელმა ამ ზაფხულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ "ვოლფსბურგის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ვიეირინიას შემდეგი სამუშაო ადგილი "შალკე" უნდა გახდეს, რომელმაც ფეხბურთელს სარფიანი პირადი კონტრაქტი შესთავაზა.
კერძოდ, ლაპარაკია სამწლიან ხელშეკრულებაზე წლიური 4.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"