ბერლინის "ჰერტაში" მოწევა დაშვებულია

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პალ დარდაიმ განაცხადა, რომ არ აპირებს, ფეხბურთელებს მოწევა აუკრძალოს. უნგრელმა აღნიშნა, რომ მის გეგმაში არ არის მკაცრი დისციპლინის დამყარება და მხოლოდ კარგი შედეგების მიღწევაზეა კონცენტრირებული.

"არ ვაპირებ, მკაცრ ჩარჩოებში მოვაქციო ფეხბურთელები. სწორედ ეს ვუთხარი მოთამაშეებს: შეგიძლიათ გასახდელში, რაც მოგესურვებათ, ის აკეთოთ, თუნდაც ტორტი კედელს მიანარცხოთ. მთავარი - შედეგებია, დანარჩენი კი საინტერესო არ არის.

მაგალითად, რატომ უნდა ავუკრძალო ფეხბურთელებს მოწევა, თუ ეს ჩვევა მათ ხელს არ უშლის თამაშში? რა თქმა უნდა, ეს ვნებს ჯანმრთელობას, მაგრამ ვიღაცებს
სიგარეტი პულსს ურეგულირებს. თუ ფეხბურთელი ბავშვებთან არ ეწევა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს", - განუცხადა "ბილდს" დარდაიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული