ბუნდესლიგა. XXIV ტური: "ბაიერნმა" კონკურენტებს ხელი დაუქნია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ჰანოვერი-ბაიერნი 1:3

7 მარტს გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის 6 თამაში გაიმართა.

"ჰანოვერმა" "ბაიერნს" უმასპინძლა და თავიდან ჰიროში კიოტაკეს გოლით დაწინაურდა კიდევაც. I ტაიმშივე ჩაბი ალონსომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში თომას მიულერმა დუბლი შეასრულა, ჯერ პენალტით გაიტანა, შემდეგ ბრწყინვალე თავურით - 1:3.

"ბაიერნი" 61 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ "ვოლფსბურგს" უკვე 11 ქულით უსწრებს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მძიმე მატჩი იყო. "ჰანოვერმა" ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ლიდერობა გავიმყარეთ. "შახტართან" სულ სხვა თამაში გველის".

ლიდერს უფრო ჩამორჩა
"ვოლფსბურგი", რომელიც მოულოდნელად დამარცხდა "აუგსბურგთან" - 0:1. 63-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, ტობიას ვერნერს "მგლების" მეკარემ კი აუღო, მაგრამ დამატებაზე დომინიკ კორმა იყოჩაღა.

"ვერდერმა" ასეთივე ანგარიშით დაამარცხა სტუმრად "ფრაიბურგი", ულამაზესი გოლი გაიტანა არგენტინელმა ფრანკო დი სანტომ, რომლისთვისაც ეს მე-12 გოლია სეზონში.

იურგენ კლოპის "დორტმუნდი" ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების შემდეგ ფრეს დასჯერდა "ჰამბურგთან" მატჩში, თუმცა უდიდეს უპირატესობას ფლობდა - 0:0.

ქულები დაკარგა მესამეადგილოსანმა "გლადბახმაც". არადა, რაფაელის დუბლით უგებდა სტუმრად "მაინცს" - 2:2.

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კორი (63)

ფრაიბურგი-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 დი სანტო (35)

ჰამბურგი-დორტმუნდი 0:0

ჰანოვერი-ბაიერნი 1:3
გოლები: 1:0 კიოტაკე (25), 1:1 ჩაბი ალონსო (28), 1:2 მიულერი (61-პენ), 1:3 მიულერი (72)

შალკე-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 ფუხსი (12), 2:0 მ. მაიერი (41), 3:0 მ. მაიერი (53), 3:1 ფოლანდი (73)

მაინცი-გლადბახი 2:2
გოლები: 0:1 რაფაელი (27), 0:2 რაფაელი (67), 1:2 გაისი (73), 2:2 ოკაზაკი (77)

1. ბაიერნი - 61 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 50; 3. გლადბახი - 41; 4. შალკე - 38; 5. აუგსბურგი - 38.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიგაზე გამომრჩაა :D
მითრიდატე
03:28 08-03-2015
0
ნეტავი არაფლის მაქნისი შალკე არ გა იდეს და დანარჩენება წარმატებები
მითრიდატე
03:27 08-03-2015
0

სიახლეები პოპულარული