დორტმუნდის "ბორუსია": იყიდება მატს ჰუმელსი

AutoSharing Option
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ზაფხულში გამოეთხოვება დაცვის ლიდერ მატს ჰუმელსს და მისი გაყიდვიდან მიღებული ფულით კლუბი დაფარავს იმ ზარალს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში ემუქრება.

ამის შესახებ ESPN-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. ჰუმელსის შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ამაოდ ცდილობდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებას.

გარდა ამისა, ბოლო დროს ჰუმელსის მიმართ ინტერესს გამოთქვამდნენ "ბაიერნი", "არსენალი", "ჩელსი, "ბარსელონა" და "რეალი".

* * *
ამასობაში, "დორტმუნდი" "ჰანოვერიდან" ნახევარმცველ ლეონარდო ბიტენკურტის დაბრუნებაზე დაფიქრდა. ეს
ფეხბურთელი "ბორუსიას" ღირსებას 2012-13 წლების სეზონში იცავდა, რის შემდეგაც 2.8 მილიონ ევროდ "ჰანოვერში" გადავიდა. 21 წლის ლეონარდოს პროგრესის შემხედვარე, "დორტმუნდში" მის გამოსყიდვაზე ალაპარაკდნენ. "ბილდის" ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ლეონარდო ბიტენკურტის კონტრაქტი "ჰანოვერთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ბუნდესლიგის ბოლო ტურში სწორედ "დორტმუნდი" და "ჰანოვერი" შეხვდნენ ერთმანეთს. დორტმუნდელებმა 3:2 მოიგეს, ბიტენკურტმა კი 55-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

* * *
და კიდევ, უკრაინული პრესის ინფორმაციით, "დნიპროსა" და უკრაინის ნაკრების მცველმა არტიომ ფედეცკიმ, შესაძლოა, "დორტმუნდში" გააგრძელოს კარიერა. "ბორუსიას" წარმომადგენლები დაესწრებიან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს უკრაინასა და ესპანეთს შორის და იქ დააკვირდებიან პოტენციურ ახალწვეულს.

ფედეცკის კონტრაქტი "დნიპროსთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული