გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: სებასტიან კელის გასროლა და "დორტმუნდის" საგზური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი 3:2

7 აპრილს გერმანიაში თასის ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრის მე-19 წუთზე მასპინძლები ნევენ სუბოტიჩმა დააწინაურა, სულ რაღაც სამ წუთში კი კევინ ვოლნადმა გაათანაბრა.

28-ე წუთისთვის უკვე სტუმრები დაწინაურდნენ, გოლის ავტორი რობერტო ფირმინო გახდა. 57-ე წუთზე დორტმუნდელებმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით გაათანაბრეს. ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებით ტაიმებში, 108-ე წუთზე "დორტმუნდს" გამარჯვების გოლი სებასტიან კელმა მოუტანა.

თასის მეორე შეხვედრაში "ვოლფსბურგმა" "ფრაიბურგს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით
დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან რიკარდო როდრიგესმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული