"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან ტომას ტუხელი იქნება

AutoSharing Option
ტომას ტუხელი დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან გახდება.

"მაინცის" ყოფილი თავკაცი თანამდებობაზე პირველ ივლისს დაინიშნება.

ტუხელი პოსტზე იურგენ კლოპს შეცვლის. "მაინცის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი სამ წელზე იქნება გათვლილი. ტუხელის ოფიციალური წარდგენა სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება, წერია დორტმუნელთა ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტუხელი "მაინცში" 2009-14 წლებში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღირსია კლოპი სანამ თვითონ დორტმუნდმა არ გაუშვა თვითონ ფეხი არ მოიცვალა!
brola
18:33 19-04-2015
0

სიახლეები პოპულარული