თომას ტუხელის დიდი გეგმები - როგორი იქნება "დორტმუნდი" მომავალ სეზონში

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" აპირებს, წინადადებით მიმართოს "ლევერკუზენს" ნახევარმცველ გონსალო კასტროს შეძენის თაობაზე, - იტყობინება გამოცემა "კიკერი".

27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის თანახმად, დორტმუნდელებს კასტროს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლითა და შვიდი შედეგიანი გადაცემით დაეხმარა თავის გუნდს.

* * *
ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერეთ იმის შესახებ, რომ "ბორუსიის" ახალი დამრიგებელი თომას ტუხელი "მაინციდან" ნახევარმცველ იოჰანეს გაისის გადაბირებას აპირებს. როგორც "ბილდმა" გაარკვია, 41 წლის სპეციალისტს თავისი ყოფილი კლუბიდან კიდევ სამი ფეხბურთელის დამატება უნდა. ესენი
არიან: მეკარე ლორის კარიუსი, მცველი ჟო-ჰო პარკი და ფორვარდი შინჯი ოკაზაკი.

თუმცა "დორტმუნდისთვის" პრობლემა შეიძლება გახდეს ამ ფეხბურთელების მაღალი ფასი. ოთხივე მათგანს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული "მაინცთან" და ჯამში მათი ფასი დაახლოებით 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველაზე რეალური ჩანს 21 წლის კარიუსის ტრანსფერი, რომელსაც ტუხელი ძირითადი მეკარის როლს ჰპირდება.

* * *
დაბოლოს, "დორტმუნდმა" უარყო ცენტრალური მცველის, მატს ჰუმელსის შესახებ რამდენიმე კლუბის შეთავაზება. მათ შორის იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება, რომელიც გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.

როგორც "ბილდი" წერს, ჰუმელსი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნდა გახდეს თომას ტუხელისთვის.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ მცველს 2019 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი "დორტმუნდთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გია 2009 მდე არა 2019-დე რო დაგეწერა მგონი უკეთესი იქნებოდა, ხოდა კიდე იცი რა მაინტერესებს ა სპორტულ ჟურნალისტებს თუ გაქვთ ზოგადად რამენაირი განათლება თუნდაც საშუალო ????
gias
14:12 24-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული