"გიჟები არიან!" - აჟიოტაჟი პატარა პოდოლსკიზე

AutoSharing Option
"არსენალის" ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ, რომელიც იჯარის წესით მილანის "ინტერში" თამაშობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვიდი წლის ვაჟით ბუნდესლიგის სამი კლუბის სკაუტები არიან დაინტერესებულნი.

"ჩემი ვაჟი "ბამბინიში" თამაშობს, მაგრამ ამ მომენტისთვის მას აკვირდებიან ბუნდესლიგის სამი კლუბის - "კიოლნის", "ლევერკუზენისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიის" სკაუტები. არადა, ის შვიდი წლისაა. გიჟები არიან!" - ამბობს გერმანულ პრესაში უფროსი პოდოლსკი.

"ჩემს ბავშვობაში ასე იყო - წყლის ბოთლი, პური, ველოსიპედით საფეხბურთო მოედნამდე მგზავრობა, იქ ხუთი საათი თამაში და ბოლოს საშინაო დავალება. მომდევნო დღეს სკოლა და იგივე ციკლი.
ამის გამო ძალიან ბედნიერები ვიყავით", - განაცხადა 29 წლის გერმანელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული