მან ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღო მას შემდეგ, რაც "მეშახტეებმა" ბუნდესლიგის ბოლო ტურში 0:2 წააგეს "ჰამბურგთან". "შალკემ" სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც ევროპალიგაზე გამოსვლის უფლებას იძლევა.
დი მატეო "შალკეს" 2014 წლის ოქტომბრიდან ედგა სათავეში. მისი კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე იყო ძალაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"