გელზენკირხენის "შალკეს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ანდრე ბრაიტენრაიტერი.

41 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე იქნება ძალაში. ბრაიტენრაიტერის ბოლო სამუშაო ადგილი "პადერბორნი" იყო, "შალკეში" კი ის შეცვლის რობერტო დი მატეოს, რომელმაც ორი კვირის წინ დატოვა პოსტი.

ბრაიტენრაიტერი 2013 წლიდან ედგა სათავეში ""პადერბორნს" და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ბუნდესლიგაში გადავიდა. მაგრამ გასულ სეზონში "პადერბორნი" ბოლო ადგილზე გავიდა და მეორე ბუნდესლიგაში დაბრუნდა.

"ანდრე ბრაიტენრაიტერმა დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა იმაში, რომ სწორედ ის არის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატი. ის
ახალგაზრდა და მამაცი მწვრთნელია, რომელსაც არ ეშინია არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება.

"პადერბორნთან" ერთად მან დაამტკიცა, რომ შეუძლია ნიჭიერი მოთამაშეების განვითარება და იცის, როგორ დაამყაროს კლუბში ინიციატივა და როგორ გააუმჯობესოს თავისი შეგირდების ფორმა", - განაცხადა "შალკეს" გენერალურმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული