ფრანკო დი სანტომ "შალკე" აირჩია

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკემ" ოფიციალურად გამოაცხადა ბრემენის "ვერდერის" ფორვარდის, ფრანკო დი სანტოს ტრანსფერის შესახებ.

26 წლის არგენტინელმა "მეშახტეებთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში მეცხრე ნომრით ითამაშებს. გუშინ დი სანტომ წარმატებით გაიარა "შალკეში" სამედიცინო შემოწმება. ფრანკომ გამოიყენა "ვერდერთან" კონტრაქტში არსებული პუნქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. შესაბამისად, გელზენკირხენელებს უფასოდ ერგოთ თავდამსხმელი.

"მოხარულები ვართ, რომ ფრანკო დი სანტომ ჩვენი კლუბი აირჩია კარიერის გასაგრძელებლად. ის სწორედ იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც შეტევის ზონაში გვჭირდება", - განაცხადა "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.

დი სანტო უკვე გაემგზავრა
"შალკესთან" ერთად მოკლევადიან საწვრთნელ შეკრებაზე, დღეს კი, შესაძლოა, პირველი მატჩიც ჩაატაროს ახალ კლუბში "პორტუს" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.

გასულ სეზონში, არგენტინელმა 26 მატჩი ჩაატარა "ვერდერის" მაისურით გერმანიის ჩემპიონატში და 13 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული