არიენ რობენმა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ Sport1 იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ჩინეთში შეკრებაზე გამგზავრება ვერ შეძლო, რისი მიზეზიც კუნთის ტრავმა იყო. "ბაიერნის" შეკრებაზე მის გარდა ასევე არ იმყოფებოდნენ ფრანკ რიბერი, დანტე, იან კირხოფი, ჰოლგერ ბადშტუბერი.

გასულ სეზონში რობენმა ბუნდესლიგის 21 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაში მან 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული