ბუნდესლიგა. X ტურის წინ: "ბაიერნი" მე-1000 მოგების წინ

AutoSharing Option
ცხრა მატჩი, ცხრა მოგება - "ბაიერნი" ახალი რეკორდით იწონებს თავს და სავსებით შეუძლია ამ სერიის გაგრძელება, რადგან შინ თამაშობს "კიოლნის" წინააღმდეგ და შეეცდება, გარკვეული რეაბილიტაცია მოახდინოს ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალთან" მარცხის შემდეგ. თან რეკორდმაისტერს სერიოზული მოტივაცია აქვს:

საკუთარი პუბლიკის წინაშე იზეიმოს ბუნდესლიგაში მე-1000 გამარჯვება. გარდა ამისა, "ბაიერნის" ლაზარეთი თანდათან ცარიელდება. მაგალითად, უკვე შეუძლია მოედანზე გასვლა არიენ რობენს.

ამ მატჩის ერთ-ერთი ინტრიგაა მეკარეების დაპირისპირება. მანუელ ნოიერმა "არსენალთან" ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც შეუდარებელი იყო, "კიოლნის" კარის დარაჯმა ტიმო ჰორნმა კი ამ დღეებში
განაცხადა, რომ აქვს ამბიცია - გახდეს გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე.

"კიოლნი" ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე, რაზეც მეტყველებს მისი ადგილი გათამაშების ცხრილში. თან ამ გუნდს სჩვევია სიურპრიზები. მაგალითად, ასეთი იყო ორი ტურის წინ სტუმრად "შალკეს" 3:0 დამარცხება.

* * *
რა თქმა უნდა, ტურის ცენტრალური მატჩი მიონხენგლადბახში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ბორუსია" შეეცდება, თავისი მოგებათა სერია ხუთამდე აიყვანოს. გუნდის ახალმა დამრიგებელმა ანდრე შუბერტმა ოპტიმალური ტანდემები იპოვა:

დაცვის ცენტრში - კრისტენსენი/დომინგესი, საყრდენზე - დაუდი/ჯაკა, შეტევაში - რაფაელი/შტინდლი. ამ ახალ შემადგენლობას შანსების რეალიზაციის საუკეთესო პროცენტი აქვს - 36.4. და დაცვაშიც შეუძლია თამაში, რაზეც მეტყველებს ტურინში "იუვენტუსის" წინააღმდეგ ნათამაშები ფრე - 0:0.

"კიოლნთან" წაფორხილებას თუ არ ჩავთვლით, "შალკე" ძალიან კარგ ფორმაშია, საიმედო დაცვისა და მეკარე ფერმანის წყალობით ტოპ-სამეულშია. მოუხდა გუნდს ჰიოვედესის დაბრუნება, რომელმაც ბოლო ტურში გოლი გაიტანა.

ტურისწინა სტატისტიკა
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი
- "ჰოფენჰაიმს" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს "ჰამბურგთან" (3 მოგება და ერთი ფრე).
- "ჰამბურგს" ზედიზედ სამი მატჩია არ მოუგია. ამ სამ შეხვედრაში გუნდს გოლი არ გაუტანია.

ბაიერნი-კიოლნი
- სეზონის სტარტზე ზედიზედ ცხრა მოგებით "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
- "ბაიერნს" ბუნდესლიგაში 999 მოგება აქვს.
- "კიოლნი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც "ბაიერნმა" შინ ვერ მოუგო მატჩების 50 პროცენტი (42 მატჩიდან 20 მოგება).

ლევერკუზენი-შტუტგარტი
- "ლევერკუზენი" ოთხი ტურია დაუმარცხებელია, მაგრამ ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა.
- "ლევერკუზენს" 14 ქულა აქვს. ცხრა ტურის შემდეგ ასეთი დაბალი შედეგი გუნდს 2006-07 წლების სეზონში ჰქონდა.
- ამ სეზონში, 10 ოფიციალურ მატჩში, "შტუტგარტმა" მხოლოდ ერთში არ გაუშვა გოლი.

ჰანოვერი-აინტრახტი
- "აინტრახტს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
- "ჰანოვერი" სამი ტურია არ მარცხდება და ბოლო ორი მატჩი მოიგო, თან ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

მაინცი-ვერდერი
- "ვერდერს" ზედიზედ ხუთი წაგება აქვს. მეექვსე მარცხი ახალი საკლუბო ანტირეკორდი იქნება.
- "მაინცს" 16 მატჩია ფრედ არ უთამაშია. ბოლო საყაიმო ანგარიში გასული ჩემპიონატის 27-ე ტურში ჰქონდა, სწორედ "ვერდერის" წინააღმდეგ (0:0).

დარმშტადტი-ვოლფსბურგი
- ეს გუნდები ბუნდესლიგაში არ შეხვედრიან ერთმანეთს, თუმცა გასულ სეზონში შედგა მატჩი მათ შორის: ეს იყო გერმანიის თასის პირველი რაუნდი. 120 წუთი ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ვოლფსბურგმა" მოიგო.

- მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები ბუნდესლიგაში პირველად ხვდებიან ერთმანეთს, "ვოლფსბურგის" რიგებში თამაშობს ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "დარმშტადტისთვის" გოლი გაუტანია. ეს არის იულიან დრაქსლერი, რომელმაც მეორე ტურში გაუტანა ბუნდესლიგის დებიუტანტს, როცა ჯერ კიდევ "შალკეში" ირიცხებოდა.

ინგოლშტადტი-ჰერტა
- "ჰერტამ" ამ სეზონში ყველა მატჩი სტუმრად წააგო.
- "ინგოლშტადტს" მხოლოდ შვიდი გოლი აქვს გაშვებული. აქამდე, ცხრა ტურის შემდეგ, არც ერთ დებიუტანტს არ გაუშვია ასე ცოტა გოლი.

დორტმუნდი-აუგსბურგი
- "აუგსბურგს" ცხრა ტურში ექვსი წაგება დაუგროვდა. ეს ყველაზე უარესი შედეგია გუნდისთვის ბუნდესლიგაში ჩატარებულ სეზონებში.
- "აუგსბურგი" ოთხი ტურია ვერ იგებს.
- "აუგსბურგი" ყოველი მე-18 დარტყმის შემდეგ იტანს გოლს.

გლადბახი-შალკე
- ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ "გლადბახმა" მიჯრით ოთხი შეხვედრა მოიგო.
- "გლადბახმა" ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან ექვსი მოუგო "შალკეს".
- ამ მატჩიდან სამი დღის შემდეგ ეს გუნდები გერმანიის თასზე შეხვდებიან ერთმანეთს.

ბუნდესლიგა. X ტური
პარასკევი. 23 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამადი, ჰერდლინგი - დიასი, ჰანტი, კაჩარი, ოლიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +6=3-5 (26-14)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2

შაბათი. 24 ოქტომბერი
ბაიერნი-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენატია, გიოტცე, რიბერი, როდე - მავრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 მატჩი: +39=22-23 (163-115)
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=1-3

ლევერკუზენი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: - სერეი დიე
ტრავმა: ჰილბერტი, არანგისი, ლ. ბენდერი, კისლინგი - ლანგერაკი, გენტნერი, კოსტიჩი, გინჩეკი, კრუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 მატჩი: +32=19-22 (122-96)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3

ჰანოვერი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰოფმანი, პრიბი. ბენშოპი - ანდერსონი, კიტელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 მატჩი: +19=16-13 (73-69)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3

მაინცი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სერენო, კლემენსი, სოტო, ფ. ფრაი, ციმლინგი, კორდობა - ვოლფი, ილდირიმი, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +5=4-9 (22-31)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=0-5

დარმშტადტი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰოლანდი - ფელიპე, კნოხე
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2

ინგოლშტადტი-ჰერტა 20:30
დისკვალიფიკაცია: - იბიშევიჩი
ტრავმა: დანილო, კოენი - კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ბენ ჰატირა, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2

კვირა. 25 ოქტომბერი
დორტმუნდი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დურმი, შაჰინი - ჰონგი, სტაფილიდისი, პარკერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +5=2-1 (20-8)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=1-4

გლადბახი-შალკე 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი - გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 მატჩი: +34=25-25 (138-97)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=0-1

ბომბარდირები: 12 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - თომას მიულერი (ბაიერნი); 6 - იუნუს მალი (მაინცი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 5 - ფოლანდი (ჰოფენჰაიმი), მაიერი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული