5 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ამ სეზონში პირველი მარცხი იწვნია, "გლადბახთან" 1:3 დათმო, მას მერე, რაც 14 წუთის განმავლობაში ვენდტის, შტინდლისა და ჯონსონისგან სამი გოლი გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ პრესტიჟის გოლი ფრანკ რიბერიმ გაიტანა, რომელიც 9-თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა "ბაიერნს".
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ვულოცავ "ბორუსიას" და მის გულშემატკივრებს. პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. შესვენების შემდეგ კი ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს. გოლის მერე უსისტემოდ გავიქეცით წინ და ეს იყო წაგების მიზეზიც".
დიტერ ჰეკინგს "ვოლფსბურგში" მე-100 მატჩი ჩაუმწარეს, "დორტმუნდმა" 2:1 მოიგო. ეს "ვოლფსბურგის" პირველი საშინაო მარცხია ბოლო 30 თამაშში!
პირველ ტაიმში მარკო როისმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე რიკარდო როდრიგესმა პენალტით გაათანაბრა. 93-ე წუთზე "დორტმუნდს" გამარჯვება შინჯი კაგავამ მოუტანა.
თომას ტუხელი (დორტმუნდი): "საოცარია, მაგრამ ბოლო წუთზე გაშვებული პენალტის მერე გუნდმა ისე მშვიდად ითამაშა და გაიტანა, რომ ემოციებისგან დავიცალე. პირველი ნახევარი საათი კი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ნაწილებად ვშლიდით, მერე კი ცუდად ვითამაშეთ. კარგია, რომ ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ, თორემ პენალტმა ძალიან დამაღონა".
გლადბახი-ბაიერნი 3:1
გოლები: 1:0 ვენდტი (54), 2:0 შტინდლი (66), 3:0 ჯონსონი (68), 3:1 რიბერი (81)
ჰამბურგი-მაინცი 1:3
გოლები: 0:1 სამპერიო (16), 0:2 სამპერიო (51), 0:3 კლემენსი (76), 1:3 ჯურუ (90)
კიოლნი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ბობადილია (64)
შენიშვნა: მოდესტემ (კიოლნი) ვერ გაიტანა პენალტი (58)
ჰერტა-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 დარიდა (7), 1:1 ხ. ერნანდესი (29), 2:1 ბრუკსი (60)
გაძევება: ბიონიში (17. ლევერკუზენი)
ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 როჯერი (66), 1:1 უტი (95)
ვოლფსბურგი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 როისი (32), 1:1 რ. როდრიგესი (91-პენ), 1:2 კაგავა (93)
1. ბაიერნი - 40 ქულა; 2. დორტმუნდი - 35; 3. გლადბახი - 26; 4. ჰერტა - 26; 5. ვოლფსბურგი - 25.
03:27 06-12-2015
ბუნდესლიგა. XV ტური: "ბაიერნის" პირველი მარცხი სეზონში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული