ბუნდესლიგა. XV ტური: გლად-ბახ-ბახ-ბახ!!! [VIDEO]

AutoSharing Option
* ანდრე შუბერტის ხელში "გლადბახს" უფრო უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე "ბაიერნს" ამავე პერიოდში.

* ამ ტურში "ბაიერნისთვის" კარგი მხოლოდ ის იყო, რომ ფრანკ რიბერი 9-თვიანი პაუზის მერე დაბრუნდა და ეს ამბავი გოლით აღნიშნა.

* "ვოლფსბურგმა" საკუთარ მოედანზე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მაგარი მწვრთნელია, მელოტია, გერმანიაში მუშაობს - ვინ არის? ხოსეპ გვარდიოლა! არა მარტო! უფრო სწორად, ანდრე შუბერტიც! ეს ის კაცია, რომელმაც გასულ უქმეებზე გერმანიის ჩემპიონატს მთავარი ინტრიგა დაუბრუნა. ეს ის კაცია, რომლის გუნდმაც მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხება შეძლო!

მეტიც: მას მერე,
რაც "გლადბახის" დამრიგებელია, "ბორუსია" საშუალოდ ერთ მატჩში 2.60 ქულას იღებს და ასე განსაჯეთ, თვით გვარდიოლას შედეგი "მხოლოდ" 2.52 ქულაა. შუბერტმა "გლადბახი" მიმდინარე სეზონის მე-6 ტურში ჩაიბარა და მას მერე ბუნდესლიგაში ყველა დროის ყველაზე წარმატებული სპეციალისტია იმ მწვრთნელებს შორის, ვისაც გერმანიის ჩემპიონატში გუნდი 5-ზე მეტ შეხვედრაში დაუმოძღვრავთ.

ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეს ამ სეზონის უდიდესი სენსაცია იყო: "ბაიერნმა" პირველი მარცხი იმ "გლადბახთან" იგემა, რომელსაც ამ სეზონში პირველი ხუთი მატჩი წაგებული ჰქონდა. სწორედ შუბერტის გუნდმა შეწყვიტა რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია და 14 წუთში სამი ბურთი გაუტანა გუნდს, რომელსაც აქამდე ამ სეზონში მხოლოდ 5 გოლი ჰქონდა მიღებული.

"ჩემმა ბიჭებმა გასაოცრად ითამაშეს და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ეს გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია!" - აღფრთოვანებული იყო მატჩის შემდეგ შუბერტი. "ჩემთვის, როგორც "მიუნხენ 1860"-ის ყოფილი ფეხბურთელისთვის, ეს გამარჯვება განსაკუთრებით გემრიელია", - ეს კი "ბაიერნის" კარში მესამე გოლის ავტორის, ფაბიან ჯონსონის სიტყვებია.

"წაგება ცუდია, მაგრამ ეს იმასაც ამტკიცებს, რომ "ბაიერნიც" ამ პლანეტიდანაა", - აღნიშნა მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა.

"გლადბახმა" არა მარტო უბრალოდ მოიგო, არამედ ისეთი ფეხბურთი ითამაშა, როგორიც ამ გუნდის ძველ ფანებს 70-იანი წლებიდან ახსოვთ - სწრაფი, შემტევი ფეხბურთი. სწორედ ასეთი ფეხბურთით გახდნენ მაშინ მიონხენგლადბახელები ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონები. ამრიგად, ანდრე შუბერტმა "გლადბახთან" ერთად მეათე მატჩიც არ წააგო (8 მოგება, 2 ფრე) და ამ პერიოდში "ბაიერნზე" (25) მეტი ქულა (26) აქვს მოპოვებული.

შაბათს რეკორდმაისტერისთვის კარგი მხოლოდ ის იყო, რომ ფრანკ რიბერი მოედანს 269-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ეს ამბავი გოლით აღნიშნა. თუმცა ამ გოლმა "ბაიერნს" ვერ უშველა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდი" "ბაიერნს" მიუახლოვდა!
"გლადბახის" გმირობით მივიღეთ ის, რომ "ბაიერნმა" ჯერ ვერ გაინაღდა შემოდგომის ჩემპიონობა, დორტმუნდის "ბორუსიამ" კი რეკორდმაისტერის წაფორხილებით ისარგებლა და ლიდერს 5 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა.

დორტმუნდელებმა ვოლფსბურგში უმნიშვნელოვანესი დუელი მოიგეს, რაც მარკო როისისა და შინჯი კაგავას დამსახურებაა. როისმა ამ სეზონში სულაც მეოთხედ გახსნა ანგარიში, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. ზოგადად კი, როისის მიერ "დორტმუნდის" ფორმით გატანილი 66 გოლიდან 29 იყო მატჩის პირველი გოლი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მარკო "ბორუსიასთვის".

საინტერესო ფაქტი: ეს შეხვედრა "ვოლფსბურგის" თავკაც დიტერ ჰეკინგისთვის რიგით მე-100 იყო ამ თანამდებობაზე და "მგლებმა" ჰეკინგის ხელში საკუთარ მოედანზე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. "დორტმუნდმა" თამაში იდეალურად დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე ანგარიში 0:3 უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბურთი ორჯერ ძელს მოხვდა, ერთხელ კი ნალდომ იხსნა თანაგუნდელები.

ვოლფსბურგელები დიდხანს ვერაფერს ახერხებდნენ - არადა, "დორტმუნდის" თავკაც თომას ტუხელს თითქმის მთელი დაცვის შეცვლა მოუხდა, რადგან ჰუმელსს და სოკრატისს ვირუსი ჰქონდათ, რის გამოც დაცვის ცენტრში სუბოტიჩისა და ბენდერის წყვილი ვიხილეთ.

როისმა ანგარიში გილავოგის უპატიებელი შეცდომის შემდეგ გახსნა, ვოლფსბურგელებმა კი ფეხბურთის თამაში მხოლოდ მეორე ტაიმში დაიწყეს და ბოლოს მაინც მოახერხეს გათანაბრება - 91-ე წუთზე როდრიგესმა პენალტი გაიტანა. თუმცა "ბორუსია" არ დანებდა, დასკვნით ფაზაში მედგრად შეუტია და 93-ე წუთზე მაინც გამოძერწა გამარჯვება!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, "ბაიერნის" ნაადრევი შემოდგომის ჩემპიონობა მინიმუმ, ერთი ტურით გადაიდო, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ "დორტმუნდი" რეკორდმაისტერს მხოლოდ 5 ქულითღა ჩამორჩება. ეს კი უკვე ინტრიგაა!

აი, "დორტმუნდის" მერე კი უკვე დიდი წყვეტაა. "ვოლფსბურგმა" მეორე ადგილზე ოცნება უნდა შეწყვიტოს, რადგან ამ მარცხის შემდეგ "ბორუსიას" 10 ქულით ჩამორჩება და ესეც არ იყოს, "ვოლფსბურგს" უკვე გადაასწრეს "გლადბახმა" და "ჰერტამ".

XV ტური

4 დეკემბერი
შალკე-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 გაისი (51-პენ), 2:0 ჰუნტელაარი (73), 2:1 სენ-მაქსიმინი (81), 3:1 დი სანტო (82)
შალკე (4-2-2-1-1): ფერმანი - რიტერი, ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, აოგო - გორეტცკა, გაისი (88. კოლაშინაცი) - ლ. სანე, ჩუპო-მოტინგი - მ. მაიერი (78. ჰოიბერგი) - ჰუნტელაარი (77. დი სანტო).
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ზორგი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი - ს. სანე, შმიდებახი (62. სენ-მაქსიმინი) - ანდრეასენი (77. პრიბი), გიულზელამი, ქარამანი - ა. ზობიეხი (17. ბენშოპი).
გაფრთხილება: რიტერი - მარსელო
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 26(8)-7(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 61 229

5 დეკემბერი
გლადბახი-ბაიერნი 3:1
გოლები: 1:0 ვენდტი (54), 2:0 შტინდლი (66), 3:0 ფ. ჯონსონი (68), 3:1 რიბერი (81)
გლადბახი (5-1-2-2): ზომერი - კორბი, ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი - ჯაკა - დაჰუდი (85. მ. შულცი), ფ. ჯონსონი - შტინდლი (91. აზარი), რაფაელი (88. დრმიჩი).
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბენატია, რაფინია - ვიდალი, ჩაბი ალონსო (67. როდე), ხავი მარტინესი - თ. მიულერი, ლევანდოვსკი (75. რიბერი), კომანი.
გაფრთხილება: შტინდლი - ბენატია, რაფინია
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 13(6)-22(6); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 54 010

ჰამბურგი-მაინცი 1:3
გოლები: 0:1 ჟაირო (16), 0:2 ჟაირო (51), 0:3 კლემენსი (76), 1:3 ჯურუ (90)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - გ. საკაი, ჯურუ, კლებერი, ოსტჟოლეკი - იუნგი (58. დიასი), ჰოლტბი - ნ. მიულერი, გრეგორიჩი, ილიჩევიჩი (65. ჰანტი) - შიპლოკი (57. ოლიჩი).
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ჰაკი, ბენგტსონი - ბაუმგარტლინგერი, ხარა - დე ბლასისი (68. კლემენსი), მალი, ჟაირო (85. ბაისტერი) - მუტო (79. ნიდერლეხნერი).
გაფრთხილება: იუნგი, ჯურუ - ბაუმგარტლინგერი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20(7)-11(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 51 698

კიოლნი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ბობადილია (64)
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - რისსე, მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, ფოგტი (71. იოიჩი) - ცოლერი (46. ოლკოვსკი), ბიტენკური - ჰოსინერი, მოდესტე (75. ოსაკო).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი - კორი, ბაიერი (77. ჟი) - ესვაინი (89. იანკერი), კოო, კაიუბი - ბობადილია (86. მატავჟი).
58-ე წუთზე მოდესტემ (კიოლნი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ჰექტორი, მარო - ვერჰეგი, ფოილნერი, ბობადილია
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22(8)-22(8); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 45 500

ჰერტა-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 დარიდა (7), 1:1 ჩიჩარიტო (29), 2:1 ბრუკსი (60)
ჰერტა (4-2-2-1-1): იარშტაინი - რეგეზელი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - დარიდა (85. ჰეგელერი), სკიელბრედი - ვაიზერი, ჰარაგუჩი (90. ვან დერ ბერგი) - კალუ (78. ბაუმიოჰანი) - იბიშევიჩი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - დონატი (68. ჰილბერტი), თაა, თოფრაქი, ბიონიში - კრამერი, კამპლი - ბელარაბი, ბრანდტი (20. ვენდელი), მეჰმედი (68. ჩალჰანოღლუ) - ჩიჩარიტო.
გაძევება: ბიონიში (17. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: დარიდა - კამპლი, ჰილბერტი, ჩიჩარიტო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10(4)-8(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 41 819

ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 როჯერი (66), 1:1 უთი (96)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - ლეველზი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი (64. ბრეგერიე), ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი (89. კრისტიანსენი) - ლექსი, ჰინტერზეერი (94. პეკჰარტი), ლეკიე.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - შტრობლი, შერი, ზიულე, კიმი - შვეგლერი, პოლანსკი (69. კადერაბეკი) - ელიუნუსი (61. კურანი), ამირი, ცუბერი - ფოლანდი (78. უთი).
გაფრთხილება: მორალესი, ლექსი - შერი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(2)-7(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 14 255

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 როისი (32), 1:1 რ. როდრიგესი (91-პენ), 1:2 კაგავა (93)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, კლოზე, რ. როდრიგესი - გილავოგი (46. დოსტი), არნოლდი - დ. კალიჯური (57. ტრეში), კრუზე, დრაქსლერი - შიურლე.
დორტმუნდი (4-1-2-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, შმელცერი - გინტერი - გიუნდოგანი (55. კაგავა), კასტრო (82. პარკი) - მხითარიანი, როისი - ობამეიანგი (82. ჰოფმანი).
გაფრთხილება: არნოლდი, ვიეირინია, ტრეში - როისი, პიშჩეკი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 22(8)-14(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 30 000

შტუტგარტი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 რუპი (33), 1:1 უჯა (71)
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - შვააბი, სუნჯიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა - სერეი დიე - რუპი, დიდავი (80. მაქსიმი), გენტნერი, კოსტიჩი (92. ნიდერმაიერი) - ვერნერი.
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, ს. გარსია - ბარგფრედე - ბარტელსი (67. პისარო), ფრიტცი, იუნუზოვიჩი (51. გრილიჩი), იოზთუნალი (91. ფ. კროოსი) - უჯა.
გაფრთხილება: სერეი დიე, კოსტიჩი - ბარგფრედე, ფრიტცი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(4)-7(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 46 590

აინტრახტი-დარმშტადტი 0:1
გოლი: 0:1 სულუ (30)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეკი - ჰასებე, სამბრანო, აბრაამი (35. რუსი), ოჩიპკა - მედოიევიჩი (80. კადლეცი), რაინარტცი - აიგნერი, შტენდერა, გაჩინოვიჩი (46. ვალდშმიდტი) - სეფეროვიჩი.
დარმშტადტი (4-2-2-1-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი (63. ჟუნიორ დიასი) - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, კემპე (89. რაიკოვიჩი) - როზენტალი (77. საილერი) - ვაგნერი.
გაფრთხილება: სეფეროვიჩი, შტენდერა, სამბრანო, რუსი - ჰოლანდი, ნიმაიერი, მათენია
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15(3)-19(4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 51 500

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
მაინცი-შტუტგარტი

12 დეკემბერი:
ბაიერნი-ინგოლშტადტი, ვოლფსბურგი-ჰამბურგი, ვერდერი-კიოლნი, ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი, დარმშტადტი-ჰერტა, ლევერკუზენი-გლადბახი

13 დეკემბერი:
აუგსბურგი-შალკე, დორტმუნდი-აინტრახტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არასწორად მსჯელობ. ყველა გუნდს ადამიანები ჰყავსდა არა რობოტები. ყოველთვის ერტმა გუდნმა რომ მოიგო ფეხბურთი დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. მანჩესტერს რა გუნდიც ჰყავს იმ ფეხბურთს თამაშობს, ისევე როგორც სიტი. ბავარიას რა სერია ქონდა ხო გახსოვს, ხოდა მოდუნდნენ, გადაიღალნენ,სპორტსმენი უნდა იყო ან კარგად უნდა იცნობდე სპორტულ გარემოს რო მიხვდე რასაც ვამბობ. ბარსელონაც გადაღლილი იყო, თუმცა თუ შამაშს უყურე უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა და ვალენსიას გაუვარდა. ესაა ფეხბურთი
77 -ს პასუხი
14:20 07-12-2015
0
da vinmes jera rom gushin baiernma waago??tan 14 wutshi 3goli??esubralod safexburto intrigaa rbilad da uxeshad ki gayiduli tuara nachuqari tamashia sulcota.rogorc sitis da iunaitedis fre.
0

სიახლეები პოპულარული