ბუნდესლიგა. XXIX ტური: ათი ქულა მორიგ რეკორდამდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად დაამარცხა "შტუტგარტი" - 3:1. ნიდერმაიერის ავტოგოლს, დავიდ ალაბას გასროლა მოჰყვა, მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ მატჩის ბოლოს დუგლას კოშტამ ანგარიშს წერტილი დაუსვა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ხშირად ვჯარიმდებოდით და მეტოქეს მომენტები ამით ექმნებოდა. თავად გავირთულეთ საქმე. ათი ქულაც და იმას შევძლებთ, რაც აქამდე გერმანიაში არავის გაუკეთებია".

"რეალის" დამმარცხებელმა "ვოლფსბურგმა" შინ მაინცის მოგება ვერ შეძლო - 1:1. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე მასპინძლებს მცველი დანტე გაუძევეს.

ჰამბურგი-დარმშტადტი 1:2
გოლები: 0:1 სულუ (38),
0:2 გონდორფი (54), 1:2 ჰოლტბი (90)

შტუტგარტი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ნიდერმაიერი (31 ს. კ.), 0:2 ალაბა (52), 1:2 დიდავი (63), 1:3 დ. კოშტა (89)

ვერდერი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 გრილიში (43), 1:1 ფინბოგასონი (53), 1:2 ჰონი (87)

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 0:2
გოლები: 0:1 ამირი (62), 0:2 უთი (90)

ინგოლშტადტი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 ჰარტმანი (87)

ვოლფსბურგი-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 შიურლე (53), 1:1 სამპერიო (65)
გაძევება: დანტე (90. ვოლფსბურგი)

პარასკევი. 8 აპრილი
ჰერტა-ჰანოვერი 2:2

კვირა. 10 აპრილი
შალკე-დორტმუნდი 17:30
კიოლნი-ლევერკუზენი 19:30

1. ბაიერნი - 75 ქულა; 2. დორტმუნდი - 67; 3. ჰერტა - 49; 4. გლადბახი - 45; 5. ლევერკუზენი - 45.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული