გაერთიანება Black Forest 09-მ დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ჰუმელსის "ბორუსიაში" დარჩენის დარწმუნებაა.
"ჩვენი სურვილია, რომ ჰუმელსმა ჩვენს გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ძვირფასო მატს, გააკეთე ეს, ძალიან გთხოვთ.
მხოლოდ აქ, ჩვენთან შეგიძლია ლეგენდად იქცე. კლუბს, გულშემატკივარს, სტადიონს - ყველას უყვარხარ!”, - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰუმელსი, შესაძლოა, მიუნხენის ”ბაიერნში” გადაბარგდეს. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ჰუმელსთან სეზონის ბოლოს იწურება.