ბუნდესლიგა. I ტური: ობამეიანგი დუბლით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აგვისტოს გერმანიის ბუნდესლიგის I ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლის წყალობით 2:1 დაამარცხა "მაინცი".

ტომას ტუხელი (დორტმუნდი): "მატჩის დასასრული ნერვული გამოდგა. გამარჯვება დიდი ჯაფის ფასად მოვიპოვეთ, მეორე ტაიმში კარგად ვმოქმედებდით კონტრშეტევებზე. შედეგი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს "ბორუსიამ" თავისი საუკეთესო მატჩი ვერ ითამაშა".

"შალკემ" სტუმრად ფრანკფურტის "აინტრახტთან" 0:1 დათმო. მასპინძლებს ალექსანდრ მაიერმა მოაგებინა.

"ვოლფსბურგმა" ჩემპიონატი საგარეო გამარჯვებით დაიწყო, "აუგსბურგი" 2:0 დაამარცხა დიდავისა და როდრიგესის გოლებით.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "გლადბახმა" "ლევერკუზენის" დამარცხება შეძლო - 2:1. "ბორუსია" პირველ
ტაიმში ანდრე ჰანმა დააწინაურა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა გაათანაბრეს - ქარიმ ბელარაბის პასით თავი იონ პოჰიანპალომ გამოიჩინა. 85-ე წუთზე ტორგან აზარმა ლარს შტინდლს გამარჯვების გოლი გაატანინა - 2:1.

შაბათი. 27 აგვისტო
დორტმუნდი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (17), 2:0 ობამეიანგი (89-პენ), 2:1 მუტო (90)

კიოლნი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 რისე (11), 2:0 მოდესტე (61)

ჰამბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 ვუდი (30), 1:1 ჰინტერზეერი (79)

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 დიდავი (35), 0:2 რ. როდრიგესი (89)

აინტრახტი-შალკე 1:0
გოლი: 1:0 ა. მაიერი (13)
გაძევება: მ. ჰექტორი (79. აინტრახტი)

გლადბახი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ჰანი (45), 1:1 პოჰიანპალო (79), 2:1 შტინდლი (85)

პარასკევი. 26 აგვისტო
ბაიერნი-ვერდერი 6:0

კვირა. 28 აგვისტო
ჰერტა-ფრაიბურგი 17:30
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 19:30

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული