დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეშია "ვერდერი", რომელმაც ბუნდესლიგის სტარტზე 3 მატჩიდან სამივე წააგო, გაიტანა 2 და გაუშვა 12 გოლი. მიონხენგლადბახში საკვირაო მარცხი (1:4) ბოლო წვეთი აღმოჩნდა "ბრემენელ მუსიკოსთა" უფროსების მოთმინების ფიალაში. უკვე იცით, რომ უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის.
ბუნდესლიგაში მეოთხე ტურის მატჩები უნდა გაიმართოს და ცხადია, "ვერდერი" უმწვრთნელოდ ვერ იქნებოდა. გადაწყდა, რომ დროებით
იმავე ბაუმანის თქმით, ვაკანტურ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. გერმანულ მედიაში ალაპარაკდნენ თომას შააფის შესაძლო დაბრუნებაზეც. 55 წლის შააფი "მუსიკოსებს" 14 წლის (1999-2013) განმავლობაში წვრთნიდა. კრიზისის გამო ის მოხსნეს და თითო სეზონი "აინტრახტსა" და "ჰანოვერში" გაატარა, თუმცა ამ გუნდებს ხელი ვერ დაატყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"