ანტონი მარსიალმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ანტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს.

ჟოზე მოურინიომ იგი იანვარში არ გაუშვა, მაგრამ ჯერჯერობით, სათამაშო დროსაც არ უზრდის. ეს 21 წლის თავდამსხმელს არ მოსწონს და აპირებს, "პარი სენ-ჟერმენის" წინადადება მიიღოს.

პარიზელები მარსიალს იწვევენ და ხელსაყრელ პირობებსაც სთავაზობენ. სავარაუდოდ, კარგი კომპენსაციის შემთხვევაში ზაფხულში "წითელი ეშმაკებიც" არ იტყვიან ამ ტრანსფერზე უარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული