საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი გახდა, რომელმაც იანვარში 5 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა.
საუკეთესო მწვრთნელად "სუონსის" თავკაცი პოლ კლემენტი აღიარეს. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 3 მატჩი მოიგო და ორი წააგო.
საუკეთესო გოლად კი "ვესტ ჰემის" ფორვარდის, ენდი ქეროლის "კრისტალ პალასის" კარში გატანილი ბურთი აღიარეს.
მომზადებულია premierleague.com-ის მიხედვით