* ბრაზილიელი "ბორნმუთთან" 2:0 მოგებული მატჩის მე-14 წუთზე დაშავდა.
* ჟესუსმა პირველ ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა "სიტის" მაისურით.
"მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთთან" საგარეო მატჩი კარგად ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო, რისი წყალობითაც მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ეს გაბრიელ ჟესუსის ტრავმად დაუჯდა.
ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა ტრავმა მატჩის დებიუტშივე მიიღო და მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. მას ცრემლებიც კი წამოუვიდა. თუმცა მინდორი ჟესუსმა თავისი ფეხით დატოვა და ექიმებს ეიმედებოდათ, რომ დაზიანება არც ისე სერიოზული აღმოჩნდებოდა,
საქმე ის არის, რომ მას ტერფის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, ხოლო ეს ისეთი რამაა, რომლის მერეც მოთამაშის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღის თქმა ძალიან რთულია.
ყველაფერი სარეაბილიტაციო პერიოდზე იქნება დამოკიდებული და, როგორც წესი, მსგავსი ტრავმების მერე დაზარალებული ფეხბურთელები დაგეგმილზე ადრე ვერ ბრუნდებიან ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელმა, რომელიც "პალმეირასიდან" 27 მილიონ ფუნტად შეიძინეს, იქამდელ ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ჟესუსის ნაცვლად მინდორზე სერხიო აგუერო შემოვიდა, რომელსაც როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება.
აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ მოთამაშეები, რომლებსაც ასეთი ტრავმა ჰქონდათ: კასპერ შმეიხელი (2014 წელს), მაიკლ ოუენი (2006), უეინ რუნი (2004) და დევიდ ბექჰემი (2002).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"