პრემიერლიგა. XXVI ტური: "ლესტერმა" "ლივერპული" რანიერის გარეშე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის XXVI-ე ტურის მატჩი გაიმართა.

"ლესტერმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლესტერელებმა პირველი შეხვედრა გამართეს კლაუდიო რანიერის გარეშე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

ჯეიმი ვარდიმ დუბლი მიითვალა, ხოლო ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე დანიელ დრინკუოთერმა ჩაიწერა. "ლივერპულმა" პრესტიჟის გოლის გატანა 68-ე წუთზე მოახერხა. გოლის ავტორი კოუტინიო გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ლესტერი 24 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდა, ხოლო "ლივერპული" 49 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე თამაშის წინ რანიერის მიმართ სამადლობელო მაიკებით რომ გამოსულიყვნენ კარგი იქებოდა.ისე პრესიდან კი გადაუხადა ბევრმა მადლობა მარა....
კახა ქირია
12:46 28-02-2017
0
თუ ასე გაგრძელდა კლოპსაც აღარ ექნება დიდი დღე ლივერპულში. მარტო ფეხბურთელების ბრალი არაა, რასაც წერენ საიტებზე და განსაკუთრებით ლივერპულის ქართველი გულშემატკივრები. მწვრთნელის ბრალია ძირითადად. ეტყობა კლოპს, რომ საკმაოდ ჯიუტია და ცოტა არ იყოს თავმომწონე. ეს მის ინტერვიუებსაც ეტყობა. ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადეს და ისეთ წაგებებს მიეჩვია, რომ სხვა მის ადგილზე უკვე ან გაუშვებდნენ ან ფაქტის წინაშე დააყენებდნენ. მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება და გამოვა ეხლა კლოპი ლესტერტან თამაშის შემდეგ და დაიწყებს წაგების ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე საუბარს. ეხლა არსენალს ხვდებიან და შეიძლება მოუგონ, რადგან არსენალი ხომ არასერიოზული გუნდია. (იქ ვენგერი ბრეჟნევს დაემსგავსა. ბრეჟნევი სსრკ მართველი 1964-1982. არსენა არსენალის მწვრთნელი 1996-2017 და ....), მაგრამ ეს არ უშველის საქმეს. ეხლა რომ ითხოვენ ტრანსფერებს, ხომ ჰქონდა კლოპს ამის დროს ზაფხულში, მაგრამ, რადგან ნახევარ სეზონში გუნდი ორ ფინალში გაიყვანა, იფიქრა, რომ იგივე გუნდი, მას მომავალ სეზონში გამოადგებოდა ტიტულებისთვის. აქ დაუშვა შეცდომა. პრემიერლიგა არაა ბუნდესლიგა, სადაც ბავარია და დორტმუნდია მხოლოდ და მერე დანარჩენი. ეხლა გულშემატკივრები ობემიანგს ითხოვენ, თითქოს იმ ტიპს სურდეს გადმოსვლა, მაგრამ რაც წამიკითხავს, მას რეალის გარდა სხვა გუნდში გადასვლა არ უნდა. მოკლედ გუნდის არა მარტო სატადარიგო, არამედ ძირითადი შემადგენლობის 70 პროცენტი გასაშვებია. არ მჯერა ამ კოუტინიოსი, ლალანასი და ჰენდერსონის (ესენი ხომ ვარსკვლავებად მოიაზრებიან გუნდში)...ასე, რომ ბევრია შესაცვლელი, მაგრამ სამწუხაროდ დარწმუნებული არ ვარ, რომ მომავალში სერიოზული ტრანსფერები გაკეთდება. და მოიყვანენ ვინმე მატიპის და ფირმინოს მსგავს ტიპებს...თუ ასე ვარგოდნენ ესენი ბუნდესლიგაში ბაიერნს დაასწრებდა ვინმე მათ შეძენას?!
ynwa
15:40 28-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული