გრემ საუნესი: სწორედ ამ ფეხბურთელებმა გააგდეს რანიერი!..

AutoSharing Option
"სევილიასთან" ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ლესტერმა" უდავოდ დაიმსახურა აპლოდისმენტები. პრემიერლიგის ჯერაც მოქმედმა ჩემპიონმა ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ყური მიაჩვია ქება-დიდებას, მაგრამ, ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელნი არიან ისეთებიც, ვინც გამარჯვებულებს... ლანძღავს (იმ ცნობილი დოგმის საპირისპიროდ, რომ გამარჯვებული არ უნდა გაასამართლო).

ერთ-ერთი მათგანი ცნობილი მწვრთნელი, წარსულში შოტლანდიის ნაკრების შემტევი გრემ საუნესია. 63 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კლაუდიო რანიერის გათავისუფლება, უდიდესწილად, ფეხბურთელების ბრალია:

"როცა შენ მწვრთნელი ხარ და იგებ პრემიერლიგას, რატომ უნდა შეცვალო სიტუაცია მომდევნო სეზონში, თუ ძირითადად ინარჩუნებ იმ შემადგენლობას, ვინც ეს გამარჯვება უზრუნველყო? როგორ
დავიჯერო, რომ კლაუდიო რანიერი შეიცვალა?!

ან ვარჯიშის მეთოდები შეცვალა?! ან თამაშის სტილი?! რანიერის გზიდან არ გადაუხვევია, მაგრამ ეს გააკეთეს ფეხბურთელებმა. ეტყობა, ბევრმა მათგანმა ჩათვალა, რომ უკვე ძალიან დიდია, დიდი ჩემპიონია და აქსელერატორიდან ფეხი აუშვა. ასე ხდება მაშინ, როცა ბაზასთან ან სახლთან, შედარებით იაფფასიანი და ნაკლებად პრესტიჟული ავტომობილის ნაცვლად, უკვე "ბენტლი" გელოდება. და რა უნდა ქნას მწვრთნელმა ამ დროს?

ცხადია, უნდა მიუთითოს ფეხბურთელებს, რომ ეს არ არის სწორი გზა. ვიცი, რომ რანიერიმ ეს გააკეთა, მაგრამ მოთამაშეთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, განუდგა მას. ეს იყო ერთგვარი ჩუმი ბოიკოტი... ფაქტია, იტალიელის წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ფეხბურთელები იმავეს გაიმეორებენ ამ მწვრთნელის პირობებშიც. რადგან ერთხელ გააკეთეს, მეორედაც გააკეთებენ", - ამბობს საუნესი.

საერთოდ, მწვერვალზე დამკვიდრება გაცილებით რთული (ბევრისთვის გადაუჭრელიც) ამოცანაა და ეს სახელოვან კლუბებსაც არ გამოსდით ხშირად, არათუ "ლესტერს", რომელიც ევროპამ ახლოს ცოტა ხნის წინათ გაიცნო. ზოგადად, ამ ტიპის კლუბების ხვედრი ხომ მხოლოდ ერთჯერადი წარმატებებია...

ისე, უცნაური იყო "ლესტერის" ბოსების საქციელიც, როცა რანიერის მაშინ მიუთითეს კარისკენ, "სევილიასთან" პირველ მატჩში საპატიო ანგარიშით (1:2) რომ დამარცხდა და გუშინწინდელი წარმატებისთვის რაღაც საფუძველი შექმნა...

თუმცა აქ არის მეორე მხარეც - ალბათ, "ლესტერის" მმართველი გუნდიც კარგად ხედავდა იმ საშიშროებას, რაზეც საუნესი ლაპარაკობს და გუნდს "ახალი სისხლი" გადაუსხა. ჩვენ კი შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ - კრეიგ შექსპირის თავკაცობით, "მელიებმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს პრემიერლიგაში, რასაც "სევილიას" ძლევა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოჰყვა.

შექსპირსაც შეიძლება იმედი გაუჩნდა, რომ ჰამლეტისეული ყოფნა-არყოფნის დილემა კარგა ხანს არ დაუდგება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
100%პროცენტიანი საუნესსი,ძირითადი ბირთვის გაგდებულია რანიერი,თავი superვარსკვლავებად წარმოიდგინეს და...მერე დაიწყეს კარგი ბიჭობანას თამაში-ჩვენ არაფერ შუაში ვართო.ერთადერთ სიმართლეს იძახოდნენ იმას რომ ეს მაშინ ფეხბურთის "სბროდი"აზრზე რანიერიმ მოიყვანა.ამაზე აქაც და ინგლისურ პრესაშიც ბევრი დაიწერა.(მარტო ვარდის მაგ. კმარა, ტიპი ნასვამი დადიოდა ვარჯიშებზე...)
კახა ქირია
15:52 16-03-2017
0
mepobs satana dedamiwaze (saubedurod)ase daupases patarkacishvilsac im sportsmenebma vin aayvava da aashena.igiveqnes lestershic.P.S. n xarisxis simpatia lesteris mimart gadameqca n xarisxis antipatiat,gamyidveli xalxi mzags!!!
euhhh
13:52 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული