ლონდონის "არსენალი" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. კრეიგ დოუსონმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ჰალ რობსონ-კანუს ანგარიშზეა, "არსენალის" რიგებში ერთადერთი გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა, რომელიც ისე დაშავდა, რომ ჩილეს ნაკრების უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
თამაშამდე სტადიონს "არსენალის" ფანების მიერ შეკვეთილმა ორმა მცირე თვითმფრინავმა გადაუფრინა: ერთის ბანერზე ეწერა - არა კონტრაქტს, არა ვენგერს, მეორეზე კი, პირიქით, ფრანგის მხარდასაჭერი ბანერი იყო - გვჯერა ვენგერის.
არსენ ვენგერი (არსენალი): "უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რას
ქვეყნის ჩემპიონმა "ლესტერ სიტიმ" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ვესტ ჰემი". ეს კრეიგ შექსპირის მეოთხე გამარჯვებაა მეოთხე მატჩში. სტუმართა რიგებში რიად მაჰრეზმა, რობერტ ჰუთმა და ჯეიმი ვარდიმ გაიტანეს.
"ჩელსიმ" სტუმრად 2:1 მოუგო "სტოკ სიტის" და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ვილიანის გოლს მასპინძელმა ჯონათან უოლტერსმა პენალტით უპასუხა. "ჩელსის" გამარჯვება 87-ე წუთზე გარი კეჰილმა მოუტანა.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ევერტონელი რომელუ ლუკაკუს დუბლი.
შაბათი. 18 მარტი
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 დოუსონი (12), 1:1 ა. სანჩესი (15), 2:1 რობსონ-კანუ (55), 3:1 დოუსონი (75)
კრ. პალასი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 დინი (68. ს. კ.)
ევერტონი-ჰალი 4:0
გოლები: 1:0 კალვერტ-ლევინი (9), 2:0 ე. ვალენსია (78), 3:0 ლუკაკუ (91), 4:0 ლუკაკუ (94)
გაძევება: ჰადლსტოუნი (73. ჰალი)
სტოკი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 ვილიანი (13), 1:1 უოლტერსი (38-პენ), 1:2 კეჰილი (87)
გაძევება: ბერდსლი (95. სტოკი)
სანდერლენდი-ბარნლი 0:0
ვესტ ჰემი-ლესტერი 2:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (5), 0:2 ჰუთი (7), 1:2 ლანსინი (20), 1:3 ვარდი (38), 2:3 ა. აიუ (63)
ბორნმუთი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 მოუსონი (31 ს. კ.), 2:0 აფობე (72)
კვირა. 19 მარტი
მიდლსბრო-მანჩესტერი 16:00
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 18:15
სიტი-ლივერპული 20:30
1. ჩელსი - 69 ქულა; 2. ტოტენჰემი - 56; 3. სიტი - 56; 4. ლივერპული - 55; 5. არსენალი - 50.