ხოსეპ გვარდიოლა: სერხიო აგუერო "სიტიში" რჩება!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ და თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ერთად და ცალ-ცალკე დაადასტურეს, რომ არგენტინელი გოლეადორი გუნდში დარჩება. კითხვის ნიშნები მას მერე გაჩნდა, რაც "ქალაქელთა" ბანაკში გაბრიელ ჟესუსი გამოჩნდა.

20 წლის ბრაზილიელმა შესაშურად დაიწყო და აგუეროსაც შეშურდა. კუნი პეპმა რამდენჯერმე თადარიგში დატოვა. აგუერომ თქვა - ასე ყოფნას არ ვაპირებ და თუ არაფერი შეიცვლება, წასვლაზე ვიფიქრებო. "სიტი" კი სერხიოს გაშვების უფლებას თავს ვერ მისცემს, ყოველ შემთხვევაში, ამ წუთას.

მერე ჟესუსმაც ტრავმა მიიღო და ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ ისევ
ომახიანად და პროდუქტიულად. უბრალოდ, სხვაობა ის არის, რომ გვარდიოლა ახლა ორივეს ძირითად შემადგენლობაში აყენებს და ამეგობრებს. არგენტინელი კვლავაც ცენტრფორვარდად გვევლინება, ხოლო ბრაზილიელი ოდნავ უკან და ფლანგიდან თამაშობს, რაც მისთვის იდეალური ვარიანტი არ არის, მაგრამ ჟესუსი ახლად მოსულია და სულ რომ უკმაყოფილო იყოს, აგუეროსავით ხმამაღლა ვერ ილაპარაკებს. თანაც, გაბრიელს უკმაყოფილებისა ჯერ არაფერი ეტყობა.

ჟესუსმა პრემიერლიგაში 651 წუთი ითამაშა და 7 გოლს 4 საგოლე პასიც დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გუნდში საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს, აგუეროზე და პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეზე, კევინ დე ბრუინზე უკეთესიც კი. ჟესუსს მხოლოდ 59,1 წუთი სჭირდება გოლის შესაქმნელად - ან თავად გააქვს, ან თანაგუნდელს ატანინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული