"კონტისიმემ" პრემიერლიგის თავზე კვლავაც იტალიური დროშა ააფრიალა. იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა პრემიერლიგა ინგლისში თავის პირველ სეზონშივე მოიგო. მისმა გუნდმა ჩემპიონატი 93 ქულით დაასრულა და სარეკორდო, 30 მოგება იზეიმა. კონტეს კი "ლურჯებთან" ერთად დუბლის შესრულება შეუძლია, თუ შაბათს, ასოციაციის თასის ფინალში "არსენალს" დაამარცხებს.
ჩემპიონშიპის საუკეთესო მწვრთნელი კრის ჰიუტონი გახდა. ფერადკანიანი სპეციალისტი პრემიერლიგაში ბრუნდება. "ბრაიტონი" წლები წვალობდა უმაღლეს ლიგაში ამოსვლას და "ამექსის" ბინადრებმა ბოლოს და ბოლოს
პირველი ლიგის საუკეთესო "შეფილდ იუნაიტედის" კრის უაილდერი გახდა, ხოლო მეორის - "პორტსმუთის" პოლ კუკი. ორივე მათგანმა თავისი ლიგა მოიგო და ერთი საფეხურით აინაცვლა კარიერაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"