დიდი ბჭობისა და დავა-კამათის შემდეგ "წმინდანების" უფროსობამ ფრანგის გაშვება გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ პუელმა შესუსტებული "საუთჰემპტონი" თავის პირველსავე სეზონში თასის ფინალში გაიყვანა (გუნდი 2003 წლის მერე არცერთი ტურნირის ფინალში არ ყოფილა), მას პრემიერლიგაში არადამჯერებელი თამაში წამოაძახეს...
"ველეს სარსფილდის", "ბარსელონას", "ვალენსიას", "ლივერპულისა" და "ალავესის" ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი სამწვრთნელო გამოცდილება რაფაელ ბენიტესის ასისტენტად მუშაობისას მიიღო. დამოუკიდებლად 2012 წელს შეუდგა საქმიანობას და რამდენიმე თვე "ვალენსიაში" იმუშავა. იქ მწვრთნელების
"წმინდანების" ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ახალგაზრდებთან კარგად მუშაობის უნარია ხოლმე და პელეგრინოს ასეთი კაცის სახელი აქვს.
"ჩემი ფილოსოფია და გუნდის კულტურა ერთმანეთს კარგად შეერწყმება. მსგავსი ხედვები გვაქვს. მინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგო და წარმატებული ვიყო. გუნდურობის ხარისხის მომატებაზე ვიმუშავებ. მსურს, ყველა 100%-ით იხრჯებოდეს და ყველა ერთმანეთს ეხმარებოდეს. წინ ბევრი საინტერესო გველოდება და სულმოუთქმელად ველი მომავალ სეზონს" - განაცხადა პელეგრინომ, რომელმაც "სენტ მერის" ბინადრებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"წმინდანების" ვიცე-თავმჯდომარე ლეს რიდი: "მაურისიომ გაგვაოცა თავისი სიღრმისეული ცოდნით, ენთუზიაზმითა და შემართებით. ის მალევე იქცა ჩვენს პირველ არჩევნად. სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, მაგრამ გვახარებს, რომ მანაც "საუთჰემპტონი" აირჩია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"