"დეილი ტელეგრაფი" ამტკიცებს, რომ ტრანსფერი "ლიონსა" და "არსენალს" შორის შეთანხმებულია, ფეხბურთელი ლონდონში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. 26 წლის ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტიც უნდა შეათანხმოს არსენ ვენგერის გუნდთან. ფრანგული "ლე პროგრესი" ამტკიცებს, რომ ლაკაზეტის ტრანსფერი 1-2 დღეში განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" რეკორდი დღემდე მესუთ
მას მერე, რაც არსენ ვენგერმა იმედი დაკარგა კილიან მბაპეს გადაბირების, ფრანგი სპეციალისტი ლაკაზეტზე გადაერთო. მას ძალზე გაუმართლა, როცა ფიფამ "ატლეტიკოს" სასჯელი (ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება არ შეუძლიათ) ძალაში დატოვა, რადგან თითქმის შეთანხმებული ტრანსფერი ჩაიშალა და ლაკაზეტი მადრიდში ვერ გადავიდა. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ ოლივიე ჟირუსაც შეინარჩუნებენ, ხოლო ესპანელ ლუკას პერესს სხვაგან გაუშვებენ.
ლაკაზეტმა მთელი კარიერა "ლიონში" გაატარა, გასულ სეზონში მან 37 გოლი გაიტანა (აქედან 27 ლიგა 1-ში), სულ კი 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"