ლივერპული: ვინ მოჰყვება სალაჰს?

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" "ლივერპულის" ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ხელმისაწვდომობა შეამოწმა. 25 წლის პლეიმეიკერს აქამდე "ბარსელონა" უვლიდა გარშემო, ახლა კი პსჟ-ც გააქტიურდა.

მერსისაიდელებს კოუტინიოს გაშვება არ სურთ და მსურველებს 100 მილიონი გირვანქით აშინებენ, სწორედ ამდენად აფასებენ ენფილდელები "ოქროს ბიჭუნას". იურგენ კლოპი ცდილობს, ფილიპე საბოლოოდ დაარწმუნოს და შესაძლო წასვლაზე ფიქრები იმ დაპირებებით გაუფანტოს, რომ კლუბი სერიოზულად აპირებს გაძლიერებას და მოჰამედ სალაჰის გარდა, კიდევ სხვების დამატებას. მაგალითად, ნაბი კეიტასი. "კლოპო" გუნდის უფროსობას უბიძგებს, რომ გვინეელი ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად აქტიური ნაბიჯები გადადგან. თავად 22 წლის ფეხბურთელმა
"ლაიპციგიდან" "ლივერპულში" გადასვლაზე უარი, წესით, არ უნდა თქვას.

"ლივერპულის" კიდევ ერთი სამიზნე რაულ ხიმენესია. "ბენფიკას" მექსიკელ ფორვარდს "ვესტ ჰემიც" ეპატიჟება. 26 წლის ხიმენესი "არწივების" სარეკორდო შენაძენია და მას ადვილად და იაფად არ შეელევიან. რაულის ფასზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ, თავად მან კი არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ სად უჯობს გადაბარგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული