სენეგალელმა შემტევმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც გასული სეზონის უკანასკნელი 8 მატჩის გამოტოვება მოუწია. მან ტრავმა პირველ აპრილს თანაქალაქელ "ევერტონთან" მატჩში მიიღო.
ამის გამო ის "ლივერპულის" წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებსაც გამოტოვებს.
გასულ სეზონში სადიო მანემ, პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრების ლიდერი "ლივერპულს" 2016 წელს "საუთჰემპტონიდან" 34 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.