სადიო მანემ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს უბრუნდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდი მზადაა ვარჯიშს 10 დღეში დაუბრუნდეს, მას შემდეგ რაც საბოლოოდ მოირჩინა მუხლის ტრავმა. 

სენეგალელმა შემტევმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც გასული სეზონის უკანასკნელი 8 მატჩის გამოტოვება მოუწია. მან ტრავმა პირველ აპრილს თანაქალაქელ "ევერტონთან" მატჩში მიიღო.

ამის გამო ის "ლივერპულის" წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებსაც გამოტოვებს.

გასულ სეზონში სადიო მანემ, პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრების ლიდერი "ლივერპულს" 2016 წელს "საუთჰემპტონიდან" 34 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული