გაესპანელებული ბრაზილიელის მომავალი გაურკვეველია. 28 წლის ფეხბურთელს მის ყოფილ კლუბს, მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ და არც მისი "ჩელსიში" დარჩენაა გამორიცხული, მაგრამ როგორც ჩანს, მოვლენების ასე განვითარება თურქეთის ჩემპიონი გუნდის გულშემატკივრებს არ სურთ.
"ბეშიქთაშის" გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კოშტას მათ საყვარელ გუნდში გადასვლა თხოვონ და ეს მათ ნამდვილად ეფექტურად გამოუვიდათ. "ჩელსის" თავდამსმელის მიერ Instagram-ზე დადებულ ბოლო სურათს 1.6 მილიონზე მეტი კომენტარი აქვს და თითქმის ყველა მათგანი "ბეშიქთაშში" გადასვლისკენ
კოშტას შედეგიანობის გათვალისწინებით (გასულ სეზონში, 42 თამაშში, მან 22 გოლი გაიტანა), გასაკვირი არაა, რომ "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებს მისი ტრანსფერი სურთ. სურვილის ასე მობილიზებულად და ეფექტურად გამოხატვა კი ნამდვილად დასაფასებელია.