ამის თაობაზე ინგლისური კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად იტყობინება. "სიტის" და მენდის შორის ხუთ-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გადაწყვეტილია, რომ ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, "სიტის" რომ შევუერთდი. ეს არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. მას წვრთნის პეპ გვარდიოლა. ის შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე სწორედ ასეთი ფეხბურთი მიყვარს. "სიტის" სამომავლო წარმატებაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული. ჩვენ წინ ბევრი დაუვიწყარი დღე გველის. ეს
ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისური საინფორმაციო საშუალებების ცნობით "მონაკომ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 55,7 (52 მილიონი გირვანქა) მილიონი ევრო გადაიხადა. მენდიმ მონეგასკურ კლუბში შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი. მათ შორის - ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ მენდის ტრანსფერი სარეკორდოა მცველებს შორის. აქამდე, ამდენი მცველის სანაცვლოდ არავის გადაუხდია.
ამ ტრანსფერით "სიტის" სატრანსფერო დანახარჯები 200 მილიონ გირვანქას გადაცდა. რაც ხოსეპ გვარდიოლაა "სიტის" თავკაცი, გუნდმა ჯამში უკვე 385 მილიონი გირვანქა დახარჯა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ. ცოტაც და "სიტი" "რეალის" რეკორდს დაამხობს - სამეფო კლუბმა ერთ ზაფხულში (2009) ჯამში 257 მილიონი ევრო (230 მილიონი გირვანქა) დახარჯა ტრანსფერებში.
გუნდიდან გაელ კლიშისა და ალექსანდ კოლაროვის წასვლის მერე, "სიტის" აუცილებლად ესაჭიროებოდა მარცხენა მცველი.
გვარდიოლამ მთლიანად შეცვალა გუნდის დაცვის ფლანგები - ახლა ბრაზილიელი დანილო, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, კაილ უოკერისა და ბენჟამინ მენდის პირველი შემცვლელი იქნება. შეიძლება, ითქვას, რომ პეპმა "სიტის" კომპლექტაცია დაასრულა და გუნდის ხერხემალიც ჩამოყალიბებულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"