
"დეზებს" პრემიერლიგაში ყველაზე საძულველ მეტოქესთან ძველი ტრავმირებულების (სანდრო, ჰადლსტოუნი, გალასი ვან დერ ვაარტი) გარდა შესაძლოა მუხლმტკივანი ემანუელ ადებაიორიც დააკლდეს.
ტოგოელს "სტივენეიჯთან" ასოციაციის თასის მე-5 ეტაპის მატჩშიც არ უთამაშია. "ტოტენჰემს" ამ შეხვედრაში ლუკა მოდრიჩი და ბენუა ასუ-ეკოტოც არ ჰყავდა, მაგრამ ისინი მომავალი უქმეებისთვის სავარაუდოდ მოიკეთებენ. ხორვატი ფეხბურთელი უბრალოდ გაციებული იყო, კამერუნელმა კი საზარდულზე უმნიშვნელო ოპერაცია გაიკეთა და მხოლოდ 3-4 დღე გაუცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"