ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური: პირველად პრემიერლიგაში

AutoSharing Option
მარტივი გოლები
"არსენალი"-"ჩელსის" მაყურებელს არსენ ვენგერმა მცირე სიურპრიზი შესთავაზა - პერ მერტეზაკერი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

ვფიქრობთ, ფრანგმა სპეციალისტმა ამით უკანა ხაზს სერიოზული ძალა დააკლო.

პირველი 10 წუთის განმავლობაში მასპინძლებს ბურთი იშვიათად მისდიოდათ, მაგრამ როგორც კი ხელთ იგდებდნენ, სულ რამდენიმე პასის წყალობით მეტოქის საჯარიმომდე ახერხებდნენ მიღწევას. "ლურჯები" კი პირიქით, ბურთით თითქოს ერთობოდნენ და მოკლე-მოკლე პასებით აბლაბუდას ხლართავდნენ.

შედეგი შესაბამისი იყო, "მეთოფეებმა" 3-ჯერ დაარტყეს პეტრ ჩეხის კარის მიმართულებით, ვიტო მანონე კი დავიდ ლუისმა მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ შეაწუხა.

ძალიან აქტიურები იყვნენ
ჯენკინსონი
და გიბსი. მარტო ამ ორი ფეხბურთელის ანგარიშზე მთელი თამაშის განმავლობაში 15 ჩაწოდება დაფიქსირდა, მაგრამ აქედან 4/5 ჩელსელების ნადავლი შეიქმნა. კიდევ უფრო არაეფექტური იყო რობერტო დი მატეოს სამწყსო - 36 ჩაწოდებიდან 30 მასპინძელმა მცველებმა იოლად გამოიტანეს საჯარიმოდან.

ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა: ხუან მატას საჯარიმოს შემდეგ ფერნანდო ტორესმა ლორან კოშელნის საჰაერო ბრძოლა მოუგო და ახლოდან შეაგდო. "ელ ნინიოს" მალევე შეეძლო მეორის გატანა, მაგრამ მანონესთან პირისპირ დარჩენილმა ლამის ფეხი გადაიბრუნა და დარტყმა ვეღარ მოახერხა.

ტაიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა, როცა ოქსლეიდ-ჩემბერლენის პასი ჟევინიომ ტექნიკურად დაიმორჩილა, შემოტრიალდა და ჩეხს აუღებელი დაურტყა.

53-ე წუთზე მატას მეორე ჯარიმას მეორე გოლი მოჰყვა. კოშელნიმ გაუგებარი მოძრაობით დააბნია იტალიელი გოლკიპერი, ვერც ბურთი დაიმორჩილა, ვერც ჩაჭრა და შეიძლება ითქვას, მეტოქეს ამით ხელი შეაშველა.

თამაშის დასრულებამდე "არსენალს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა გასატანად, მაგრამ ხან ჩეხი თამაშობდა დიდებულად, ხან მცველები იდგნენ კლდესავით.

ჩაგდებული პირველი ტაიმი
კლასიკოსის პარაფრაზით თუ დავწერთ, "ტოტენჰემმა" "იუნაიტედს" მისალმება არ აცალა, ისე გააკრა ბეჭებზე. გარეთ ბეილს საგოლე პასი კი ჩაეწერა, მაგრამ იან ვერტონგენმა ბურთი კარგა ხანს ატარა, მერე საჯარიმოში შეჭრილმა დაბალი დარტყმა გაუშვა კარისკენ, რომელიც გაწოლილ ჯონი ევანსს მოხვდა და რიკოშეტის შემდეგ ბადეში აფართხალდა.

ჟანრის კანონების მიხედვით, "ეშმაკები" უნდა გაავებულიყვნენ, მინიმუმ ბრედ ფრიდელის კართან შტურმი უნდა მოეწყოთ, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. "ტოტენჰემს" მომენტები აქეთ ექმნებოდა.

მაგალითად, საჯარიმოს გარედან შეეძლო გატანა აარონ ლენონს, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

32-ე წუთზე ანგარიში ისევ შეიცვალა. ბეილი კონტრშეტევაზე გაიჭრა. ჯერმეინ დეფომ იგრძნო რა, რას აპირებდა მისი თანაგუნდელი, ჯონი ევანსი ფლანგისკენ გაიტყუა და უელსელს სივრცე გაუხსნა. რიო ფერდინანდი უძლური აღმოჩნდა, რაიმე ეღონა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ არბიტრმა კრის ფოიმ "ტოტენჰემის" კარში 100%-იანი პენალტი არ დანიშნა, როცა ვერტონგენმა ნანი მაისურით დაქაჩა და ძირს დასცა.

მეორე ტაიმში "ეშმაკების" შეტევას უეინ რუნის მადლი გადაესხა - შეცვლაზე შესული ვარსკვლავის პასით ნანიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ეგრე არ უნდაო და კლინტ დემპსიმ საპასუხო შეტევაშივე აღადგინა ორბურთიანი სხვაობა.

ბეილის დარტყმას ანდერს ლინდეგორი გაჭირვებით გაუმკლავდა, მაგრამ დამატებაზე დანიელმა მეკარემ ამერიკელს უკვე ვეღარაფერი მოუხერხა. ამ შემთხვევაში მასპინძელთა ლამის ყველა მცველი ერთდროულად შეცდა.

ეს კიდევ არაფერი! წუთზე ცოტა მეტი იყო გასული, რომ კიდევ ერთი გოლი გავიდა - რობინ ვან პერსის და შინჯი კაგავას ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ იაპონელი მეკარეს პირისპირ შერჩა და იოლად გაუტანა.

"ეშმაკებს" მატჩის გადარჩენა კი არა, მოგებაც მართებდათ, რადგან ფრიდელის კართან მომენტს მომენტზე ქმნიდნენ - მარტო რუნის დუბლის შესრულება შეეძლო. ამას გარდა, გატანა მართებდათ ვან პერსის, სქოულზს, კერიკსა და ევრას, მაგრამ ასე არ მოხდა.

23 წლის მერე "ტოტენჰემმა" "იუნაიტედს" გასვლაზე პირველად სძლია.

ესეც ასე!
მგონი, "წითელმა" ურჩხულმა გაიღვიძა. დიახ, ბრენდან როჯერსის "ლივერპულმა" პირველი თამაში მოიგო პრემიერლიგაში, მაგრამ ეს ისეთ შთამბეჭდავ სტილში გააკეთა, რომ მეტი არ შეიძლება.

საუკეთესო მერსისაიდელთა რიგებში ლუის სუარესი იყო. ურუგვაელმა საქმე წერტილიდან მე-2 წუთზე დაძრა, როცა საჯარიმოს ხაზზე მოძრავმა დაბალ კუთხეში მოახერხა ჯონ რადის კარის აღება.

მეორე გოლამდე არბიტრს მასპინძელთა კარში პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალა. გამეორებაზე მშვენივრად გამოჩნდა, რომ ბარნეტმა სუარესს მხარზე ხელი კარგა გემოზე მოსდო.

2:0 იმავე სუარესმა გახადა - მაიკლ ტერნერს ბურთი საჯარიმოსთან აართვა და ტერფის გარეთა მხრიდან ტექნიკური დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ურუგვაელმა 57-ე წუთზე უკვე ნური შაჰინს გაატანინა. ის და რაჰიმ სტერლინგი მარტო გაუმკლავდნენ მთელ დაცვას. თურქს მხოლოდ ფეხის დახვედრებაღა დასჭირდა.

57-ე წუთზე ისევ სუარესი მოხვდა ყურადღების ცენტრში. მან მიმდინარე პრემიერლიგაში მეორე ჰეთ თრიკი შეასრულა.

შეხვედრის დასრულებამდე კიდევ სამი გოლი გავიდა - სტუმართა დაცვა ორჯერ ჩავარდა, "იადონებმა" კი ორჯერვე ისარგებლეს ამით. ერთხელ კი მცირე რიკოშეტის წყალობით თავი სტივ ჯერარდმა გამოიჩინა.

სიტის გაჭირვება
მოქმედი ჩემპიონი დედაქალაქს ეწვია და საბოლოოდ ერთი ვაი-უშველებელით, მაგრამ თამაში მაინც მოიგო.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი უგო როდალიეგას შეექმნა. მე-9 წუთზე პაბლო საბალეტა საჯარიმოში იონ ანდრე რიისეს ფეხს ეკვეთა. მსაჯმა დაუფიქრებლად მიუთითა პენალტისკენ, რომელიც მლადენ პეტრიჩმა გამოიყენა.

პირველი ტაიმის ბოლომდე "სიტი" თავგზააბნეული დადიოდა აქეთ-იქით. 43-ე წუთზე დავიდ სილვას პასით სერხიო აგუერომ იხეირა.

შეხვედრა უინტერესო ყაიმისკენ მიემართებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა ედინ ჯეკომ პირველივე შეხებით მოახერხა მარკ შვარცერის დაშამათება.

ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური
არსენალი-ჩელსი 1:2
არსენალი (4-2-3-1): მანონე - ჯენკინსონი, ვერმალენი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, დიაბი (17. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - რემსი (66. უოლკოტი), კასორლა, ჟერვინიო - პოდოლსკი (67. ჟირუ)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი (81. კეჰილი), ტერი, ე. კოული - რამირესი, მიკელი - მატა (84. ბერტრანი), ოსკარი (73. მოზესი), აზარი - ტორესი
გოლები: 0:1 ტორესი (20), 1:1 ჟერვინიო (42), 1:2 მატა (53)
გაფრთხილება: რემსი, ვერმალენი - ოსკარი, ლუისი, რამირესი
მაყურებელი: 60 101
კარში დარტყმა: 13-9 (4-3) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 14-14 ბურთის ფლობა: 51%-49%

ევერტონი-საუთჰემპტონი 3:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, ჰეიტინგა, იაგიელკა, ბეინსი - მირალიაში (80. ოვიედო), ნევილი, ოსმანი (90+1. დისტენი), პიენაარი - ფელაინი - იელავიჩი (76. ანიჩებე)
საუთჰემპტონი (4-4-2): გასანიგა - კლაინი (81. რივსი), ფონტე, იოშიდა, რიჩარდსონი - ს. დევისი, რამირესი, როდრიგესი (81. მაუკა), ლალანა (90. ჩეპლოუ) - ვორდ-პრაუსი, ლამბერტი
გოლები: 0:1 რამირესი (6), 1:1 ოსმანი (25), 2:1 იელავიჩი (32), 3:1 იელავიჩი (38)
გაფრთხილება: არ ყოფილა
მაყურებელი: 37 922
კარში დარტყმა: 15-10 (9-5) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 6-2 ჯარიმა: 3-6 ბურთის ფლობა: 56%-44%

ფულჰემი-სიტი 1:2
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - რუისი, დაფი, სიდუელი, ბეირდი (81. კარაგუნისი) - პეტრიჩი (66. კაჩანიკლიჩი), როდალიეგა
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ხ. გარსია (86. ჯეკო), ბერი (76. ნასრი) - დ. სილვა, ი. ტურე, აგუერო - ტევესი (66. ბალოტელი)
გოლები: 1:0 პერტიჩი (10-პენ), 1:1 აგუერო (43), 1:2 ჯეკო (87)
გაფრთხილება: კომპანი
მაყურებელი: 25 698
კარში დარტყმა: 7-15 (3-7) კუთხური: 2-4 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 41%-59%

ნორვიჩი-ლივერპული 2:5
ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, ტერნერი, ბარნეტი, გარიდო - სნოდგრასი, ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, სერმენი (55. ჰულაჰანი) - მორისონი (79. ტეტი), ჯექსონი (46. ჰოლტი)
ლივერპული (4-3-3): რეინა - უისდომი, შკრტელი, აგერი, გ. ჯონსონი (73. კარაგერი) - ჯერარდი, ალენი, შაჰინი (66. ჰენდერსონი) - სუსო (59. ასაიდი), სუარესი, სტერლინგი
გოლები: 0:1 სუარესი (2), 0:2 სუარესი (38), 0:3 შაჰინი (47), 0:4 სუარესი (57), 1:4 მორისონი (61), 1:5 ჯერარდი (68), 2:5 ჰოლტი (87)
გაფრთხილება: ბარნეტი
მაყურებელი: 26 831
კარში დარტყმა: 9-11 (4-6) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 35%-65%

რედინგი-ნიუკასლი 2:2
რედინგი (4-4-2): მაკარტი - კამინგსი, გორკსი, მარიაპა, შორი - კებე (70. მაკლირი), კარაჩანი, ლიგერტვუდი, მაკანუფი - პოგრებნიაკი (78. რობერტსი), ჰანტი (86. ლე ფონდრე)
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - პერჩი, უილიამსონი, ს. ტეილორი (57. ტავერნიე), სანტონი - ბენ არფა, ტიოტე, ბიგირიმანა (69. ფერგიუსონი), ხონასი - პ. სისე (69. შ. ამეობი), ბა
გოლები: 1:0 კებე (58), 1:1 ბა (59), 2:1 ჰანტი (62), 2:2 ბა (83)
გაფრთხილება: პერჩი, უილიამსონი, ხონასი
მაყურებელი: 24 097
კარში დარტყმა: 10-6 (4-2) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 47%-53%

სტოკ სიტი-სუონსი 2:0
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, უილსონი - ნ’ზონზი, უელანი (81. უიტჰედი) - უოლტერი, ადამი (68. ეთერინგტონი), კაიტლი - კრაუჩი (86. კრაუჩი)
სუონსი (4-5-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - სუნ-იონ კი, მიჩუ (75. მური) - ბრიტონი, ნ. დაიერი, პ. ერნანდესი (62. რუტლეჯი) - გრემი
გოლები: 1:0 კრაუჩი (12), 2:0 კრაუჩი (36)
გაფრთხილება: უოლტერსი - დევისი
მაყურებელი: 27 330
კარში დარტყმა: 10-10 (5-3) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 18-10 ბურთის ფლობა: 39%-61%

სანდერლენდი-უიგანი 1:0
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - კ. გარდნერი, ო’ში, ბრამბლი, როუზი - ა. ჯონსონი (79. ვონი), ლარსონი, კოლბეკი, მაკლინი - სესინიონი, ს. ფლეტჩერი
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი (85. მაკმანამანი), მაკარტი, მაკარტური (85. მიაიჩი), ბოსეჟური - ა. კონე, ხ. გომესი, მელონი (61. დი სანტო)
გოლი: 1:0 ს. ფლეტჩერი (51)
გაფრთხილება: ს. ფლეტჩერი, მაკლინი - მაკარტური, მაკარტი, კოლდუელი, დი სანტო, ფიგეროა
გაძევება: გომესი (48)
მაყურებელი: 37 742
კარში დარტყმა: 4-7 (2-3) კუთხური: 8-1 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 18-7 ბურთის ფლობა: 55%-45%

იუნაიტედი-ტოტენჰემი 2:3
იუნაიტედი (4-2-3-1): ლინდეგორი - რაფაელი, რ. ფერდინანდი (90+1. ერნანდესი), ევანსი, ევრა - კერიკი, სქოულზი - ნანი, კაგავა (79. უელბეკი), გიგზი (46. რუნი) - ვან პერსი
ტოტენჰემი (4-5-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, კოლკერი, ვერტონგენი - დემბელე (83. ჰადლსტოუნი), სანდრო - ლენონი, დემპსი (70. სიგურდსონი), ბეილი - დეფო (90+1 დოუსონი)
გოლები: 0:1 ვერტონგენი (2), 0:2 ბეილი (32), 1:2 ნანი (51), 1:3 დემპსი (52), 2:3 კაგავა (54)
გაფრთხილება: არ ყოფილა
მაყურებელი: 75 566
კარში დარტყმა: 14-8 (9-4) კუთხური: 9-5 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 7-10 ბურთის ფლობა: 57%-43%

ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 1:1
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბენეტი, კლარკი, ვლაარი, ლოუტონი - ჰოლმენი, დელფი (71. ბენანი), ელ-აჰმადი, ოლბრაიტონი (66. ნ’ზოგბია) - ბენტეკე (69. ბენტი), აგბონლაჰორი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ჯონსი (46. ტამაში), მაკოლი, ოლსონი, პოპოვი - იაკობი, მულუმბუ - ბრანტი (39. დორანსი), მორისონი, გერა - ლონგი (72. ლუკაკუ)
გოლები: 0:1 ლონგი (51), 1:1 ბენტი (80)
გაფრთხილება: დელფი - ტამაში
მაყურებელი: 34 489
კარში დარტყმა: 13-9 (4-4) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 52%-48%

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 6 5 1 0 11-3 16
2. ევერტონი 6 4 1 1 12-6 13
3. იუნაიტედი 6 4 0 2 14-9 12
4. სიტი 6 3 3 0 12-8 12
5. ტოტენჰემი 6 3 2 1 11-8 11
6. ვესტ ბრომვიჩი 6 3 2 1 8-5 11
7. არსენალი 6 2 3 1 10-4 9
8. ფულჰემი 6 3 0 3 13-9 9
9. ნიუკასლი 6 2 3 1 8-8 9
10. ვესტ ჰემი 5 2 2 1 5-4 8
11. სუონსი 6 2 1 3 10-9 7
12. სტოკ სიტი 6 1 4 1 6-5 7
13. სანდერლენდი 5 1 4 0 5-4 7
14. ლივერპული 6 1 2 3 9-12 5
15. ასტონ ვილა 6 1 2 3 6-10 5
16. უიგანი 6 1 1 4 5-11 4
17. საუთჰემპტ. 6 1 0 5 10-18 3
18. ნორვიჩი 6 0 3 3 4-13 3
19. რედინგი 5 0 2 3 6-11 2
20. ქუინზ პარკი 5 0 2 3 3-11 2

ბომბარდირები:
6 - დემბა ბა (ნიუკასლი), 5 - ს. ფლეტჩერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
6 ოქტომბერი:
მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი, ჩელსი-ნორვიჩი, სუონსი-რედინგი, ვესტ ბრომვიჩი-ქუინზ პარკი, უიგანი-ევერტონი, ვესტ ჰემი-არსენალი

7 ოქტომბერი:

საუთჰემპტონი-ფულჰემი, ლივერპული-სტოკ სიტი, ტოტენჰემი-ასტონ ვილა, ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტერ ჩეხი: "ლონდონის "ჩელსიმ" სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენა მოახერხა
ანდრე ვილაშ-ბოაში: "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ გუნდი გადაქანცული იყო
რობერტო დი მატეო: ფერნანდო ტორესი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული