პრემიერლიგა. XXIII ტური: ხუთვარსკვლავიანი "ლივერპული" [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპულმა" პირველ წრეში საუკეთესო შეხვედრა "ნორვიჩთან" ჩაატარა, როცა 5:2 იმარჯვა. სამი გოლი მაშინ ლუის სუარესმა შეაგდო.

ურუგვაელისთვის ეს "იადონების" კარში შესრულებული მიჯრით მეორე ჰეთ თრიკი იყო. ლუისი "ენფილდზეც" დიდებული იყო, თუმცა ის, უმეტესად, ინდივიდუალურად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას. მის გარჯას რამდენჯერმე შეიძლებოდა მოჰყოლოდა გოლი.

26-ე წუთზე სტუმართა მცველებმა სუარესისთვის სცადეს ბურთის ართმევა, რომელიც ჯორდან ჰენდერსონს მიუვიდა. უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან ნახევარბრუნში დაუმუშავებლად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

37-ე წუთზე ლუკასის 45-მეტრიანი
დაბალი პასი დენიელ სტარიჯმა ჭკვიანურად გაატარა, სუარესი მარკ ბენთან პირისპირ დარჩა და 2:0 გახადა.

"ნორვიჩს" არ აღმოაჩნდა ძალა, რომ მეტოქისთვის ღირსეული პასუხი გაეცა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ცოტა კი მოინდომეს, მაგრამ მათი ენთუზიაზმი 59-ე წუთზე ჩაიფერფლა, როცა "ლივერპულმა" მათი საჯარიმოს სიახლოვეს მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც სტიუარტ დაუნინგის პასითა და სტარიჯის ახლო მანძილიდან დარტყმულით დასრულდა. "იადონები" ამ პროცესში მხოლოდ მოწმის სტატუსით შემოიფარგლნენ.

VideoSportall.Ge
ლივერპული - ნორვიჩი 5:0


66-ე წუთზე სტივ ჯერარდმა 25-26 მეტრიდან ზუსტად დაარტყა მეკარისგან მარჯვენა, დაბალ კუთხეში და გაიტანა.

შეხვედრას წერტილი 74-ე წუთზე დაესვა. რაჰემ სტერლინგმა ფლანგიდან გაჭრა დაცვა და ფაბიო ბორინის გადააწოდა. რაიან ბენეტმა იტალიელამდე ბურთი აღარ მიუშვა და საკუთარ კარში ჩაჭრა.

იოლი ლუკმა
"ფულჰემმა" "ეტიჰადზე" იმდენად ფრთხილად ითამაშა, რომ მასპინძელ "მანჩესტერ სიტის" ტემპის მომატება, პრაქტიკულად, არც დასჭირვებია.

გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ შეხვედრის ბედი მე-2 წუთზევე გადაწყდა, როცა დავიდ სილვამ მარკ შვარცერის კარში ბურთი ახლო მანძილიდან გაიტანა.

ვეტერანმა ავსტრალიელმა გოლკიპერმა იქამდე ედინ ჯეკოს უძლიერესი დარტყმა მოიგერია ცუდად, "ქალაქელთა" ესპანელ ვარსკვლავს კი მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს.

არც მეორე ტაიმში შეცვლილა რამე. რობერტო მანჩინის გუნდი უტევდა, მაგრამ ძალიან არაკონცენტრირებულად, რაც რეალური საგოლე მომენტების შექმნაში უშლიდა ხელს.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - ფულჰემი 2:0


69-ე წუთზე ყველაფერი ისევ ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. სილვამ კარლოს ტევესის მიერ ქუსლით გაკეთებული პასი საჯარიმოში შეიგდო და მეკარეს ბურთი რბილი დარტყმით მხართან გადაატარა.

უჩვეულოდ აქტიური აუტსაიდერები
"ნიუკასლს" რაღაც სჭირს - თუ რა, ამის განსჯა ალან პარდიუსთვის მიგვინდვია. "კაჭკაჭები" კი ამასობაში სახიფათო ზონას ორ ქულამდე მიუახლოვდნენ.

პარადოქსია, რომ გავარდნის კანდიდატებს შორის ბრძოლა უფრო დაძაბულია, ვიდრე ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის. ამ ყველაფერში კი "დამნაშავე" მოცოცხლებული "რედინგი" და "ქუინზ პარკი" არიან.

"არისტოკრატებმა" "სენტ ჯეიმს პარკზე" მიჯრით მეორე შეხვედრა შემოატრიალეს. შემობრუნების წერტილად იქცა 70-ე წუთზე ადამ ლე ფონდრეს შემოსვლა. 26 წლის თავდამსხმელს რვა წუთი ეყო დუბლის შესასრულებლად.

წაგებას ისიც დაემატა, რომ ჩრდილოელებმა გოლის ავტორი, ახლად მომჯობინებული იოან კაბაი დაკარგეს. ფრანგმა საყრდენმა საზარდული დაიზიანა. ისინი გულს მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ კლუბმა "მონპელიედან" ფრანგი ცენტრალური მცველის, 23 წლის მაპუ იანგა-მბივას ტრანსფერი შეათანხმა.

რაც შეეხება მეორე აუტსაიდერს, "ქუინზ პარკმა" "ვესტ ჰემთან" არნახულ ზეწოლას გაუძლო.

"ჩაქუჩებმა" ათამდე კარგი მომენტი გაატანეს ქარს. ერთადერთმა, გუნდში ახლად დაბრუნებულმა ჯო კოულმა მოარგო გასაღები ჟულიო სეზარის კარს. ანგარიში კი ლონდონურ დერბიში "რეინჯერების" დებიუტანტმა ლოიკ რემიმ გახსნა. ფრანგმა მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.

"ასტონ ვილას" ცოტა დააკლდა, რომ ჩვენგან, და არა მხოლოდ ჩვენგან, კომპლიმენტები დაემსახურებინა. "ვესტ ბრომვიჩთან" პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ჯერ იყო და კრისტიან ბენტეკემ გაისროლა შორიდან, მერე გაბრიელ აგბონლაჰორმა გამოიჩინა თავი. უკანასკნელს გარეთ მაკოლმა ვერ მოუსწრო და ხელი ვერ შეუშალა, ბენ ფოსტერმა კი დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო.

ერიკ ლიშაის პირველივე ტაიმში შეეძლო, მისი გუნდის უპირატესობა თითქმის მიუწვდომელი გაეხადა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

მასპინძელთაგან თავი გამოიჩინეს ჯერ კრის ბრანტმა (რომელუ ლუკაკუს პასით), შემდეგ კი პიტერ ოდემვინგიმ. უკანასკნელს კუთხურის გათამაშების შემდეგ მაკოლმა ბურთი თავით დაუგდო. ნიგერიელმა კარისკენ ზურგით მდგარმა შეძლო, შედეგიანად დაერტყა.

ოუენის დაბრუნება
არავინ კამათობს, რომ მიგელ მიჩუ "სუონსისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ მიკაელ ლაუდრუპის გუნდი მხოლოდ ესპანელი თავდამსხმელის მხრებზე დგას, გადაჭარბებულია. ამის დასტური იყო "სტოკ სიტისთან" შეხვედრა, სადაც მას თამაში არ წაუვიდა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში დატრიალდა. ანგარიში ბენ დევისმა ეფექტური გარღვევის შემდეგ გახსნა, რასაც ჯონათან დე გუზმანმა დუბლი დაამატა. პრესტიჟის გოლი შეცვლაზე შესული მაიკ ოუენის ანგარიშზეა. 33 წლის ვეტერანმა მიმდინარე სეზონში მე-5 შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.

"უიგანი"-"სანდერლენდის" დაპირისპირებაში კი სტუმრებმა აშკარად კლასის ხარჯზე იმარჯვეს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო სტივენ ფლეტჩერი. შოტლანდიელმა დუბლი შეასრულა და ორივე შემთხვევაში ის მეტად ეფექტური იყო.

მასპინძელს შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე შანსი კი ჰქონდა, მაგრამ 18 წლის ანხელო ენრიკესის გოლის გარდა, ვერაფერს გამორჩა.

დათოვლილი ლონდონი
"სტემფორდ ბრიჯზე" პირველი მომენტი "არსენალმა" შექმნა, როცა ოლივიე ჟირუ ახლოდან ცდილობდა მარცხენა ფეხით გატანას. ფრანგს მცირედი დააკლდა მიზნამდე. ერთ წუთში კი "ჩელსის" ორმაგად გაუმართლა, რომ ჰყავდა ხუან მატა და თამაშს მარტინ ატკინსონი რომ სჯიდა.

რამირესმა პირველად, მაგრამ არა უკანასკნელად, ჩაარტყა ფეხებში ფრანსის კოკლენს. წესის დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ მსაჯი დუმდა.

მასპინძელთა კონტრშეტევა ესპანელმა პლეიმეიკერმა დააგვირგვინა. მე-16 წუთზე ვოიცეხ შჩესნიმ რამირესი საკუთარ საჯარიმოში მოცელა. პენალტი აშკარა იყო. ატკინსონი ამჯერად აღარ შემცდარა. არც ფრენკ ლამპარდი აღელვებულა, ისე გაიტანა.

პირველ ტაიმში მასპინძელი აშკარად უკეთესი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნახევარზე. 58-ე წუთზე სანტი კასორლას გენიალური პასით თეო უოლკოტი პეტრ ჩეხთან პირისპირ დარჩა და გაიტანა.

დიდი მონდომების მიუხედავად, "მეთოფეებმა" მეტი ვერაფერი მოახერხეს. ანგარიშის გაზრდა "ჩელსისაც" შეეძლო, მაგრამ არც მას გაუმართლა.

VideoSportall.Ge
ჩელსი - არსენალი 2:1


ტური ლონდონში გამართულმა საინტერესო მატჩმა დაასრულა. "ტოტენჰემმა" "უაით ჰართ ლეინზე" კლინტ დემპსის გოლით ბოლო წამებზეღა გამოგლიჯა ქულა "მანჩესტერ იუნაიტედს".

მართალია, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ "ეშმაკებს" შეეძლოთ მოგება, რომ არა მსაჯის შეცდომა: მეორე ტაიმში კრის ფოიმ სტივენ კოლკერის მიერ უეინ რუნის წინააღმდეგ საჯარიმოში წესების დაღვევაზე დახუჭა თვალი.

VideoSportall.Ge
ტოტენჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:1


ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური
ლივერპული-ნორვიჩი 5:0
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (26), 2:0 სუარესი (37), 3:0 სტარიჯი (59), 4:0 ჯერარდი (66), 5:0 რ. ბენეტი (74-ს.კ-ში)
ლივერპული (4-3-3): ჯონსი - გ. ჯონსონი, აგერი, კარაგერი, უისდომი - ლუკასი (69. სტერლინგი), ჰენდერსონი (77. ალენი), ჯერარდი - დაუნინგი, სუარესი, სტარიჯი (69. ბორინი)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - რ. მარტინი, რ. ბენეტი, ტერნერი, გარიდო - ტეტი, ჰოუსონი, სნოდგრასი (86. პიკლინგტონი), ე. ბენეტი (65. ჰულაჰანი) - ბ. ჯონსონი - ჰოლტი
გაფრთხილება: გ. ჯონსონი - სნოდგრასი
კარში დარტყმა: 16-3 (9-1) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 9-9 ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 44 901

სიტი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 დ. სილვა (2), 2:0 დ. სილვა (69)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, ნასტასიჩი, კომპანი, საბალეტა (63. ნასრი) - ხ. გარსია, ბერი - მილნერი, დ. სილვა (88. ლესკოტი), ტევესი (81. აგუერო) - ჯეკო
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი (67. ბრიგსი) - კარაგუნისი, სიდუელი, დაფი, დეჟაგა (73. პეტრიჩი) - რუისი, ბერბატოვი
გაფრთხილება: ხ. გარსია - კარაგუნისი, რიჩარდსონი
კარში დარტყმა: 16-2 (7-0) კუთხური: 1-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 13-7 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 47 487

ნიუკასლი-რედინგი 1:2
გოლები: 1:0 კაბაი (36), 1:1 ლე ფონდრე (71), 1:2 ლე ფონდრე (78)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - სანტონი, კოლოჩინი, უილიამსონი, დებუში - ანიტა (80. ობერტანი), კაბაი (74. ბიგირიმანა) - ხონასი, მარვო (65. პერჩი), სისე - შ. ამეობი
რედინგი (4-2-3-1): ფედერიჩი - ს. კელი, პირსი, მარიაპა, ჰარტი - გატრი (70. ლე ფონდრე), ლიგერტვუდი - კებე, მაკლირი (64. აკპანი), მაკანუფი - პოგრებნიაკი
გაფრთხილება: უილიამსონი, დებუში - გატრი, ს. კელი, კებე
კარში დარტყმა: 13-7 (8-3) კუთხური: 6-2 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 11-10 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 49 911

სუონსი-სტოკი 3:1
გოლები: 1:0 ბ. დევისი (49), 2:0 დე გუზმანი (57), 3:0 დე გუზმანი (80), 3:1 ოუენი (90)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - ბ. დევისი, უილიამსი, მონკი, რანხელი - დე გუზმანი, კი - რუტლეჯი, ერნანდესი (64. ლამა), მიჩუ (78. ბრიტონი) - შეხტერი (74. გრემი)
სტოკი (4-4-1-1): ბეგოვიჩი - ეთერინგტონი (85. ოუენი), ჰუთი, შოუკროსი, კემერონი - ნზონზი, უელანი, უოლტერსი, უიტჰედი - ადამი (63. ჯერომი) - კრაუჩი (63. ჯონსი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 8-8 (3-4) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 19 603

ვესტ ჰემი-ქუინზ პარკი 1:1
გოლები: 0:1 რემი (14), 1:1 ჯ. კოული (68)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - ობრაიენი, რიდი, ტომკინსი, დემელი - დიამე, ჯ კოული, ნოლანი (89. ვას ტე), ნოუბლი - შამახი (62. კ. კოული), ჯარვისი
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი - ონუოჰა, ნელსენი, ჰილი, ფაბიო - მბია, მაკი (67. ბოთროიდი), დერი, ტაარაბტი - რაიტ-ფილიპსი (59. ტაარაბტი - 82. პარკი), რემი
გაფრთხილება: ტომკინსი -
კარში დარტყმა: 17-6 (10-2) კუთხური: 12-2 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 7-14 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 34 962

უიგანი-სანდერლენდი 2:3
გოლები: 1:0 ვონი (5-ს.კ-ში), 1:1 გარდნერი (17-პენ), 1:2 ს. ფლეტჩერი (20), 1:3 ს. ფლეტჩერი (42), 2:3 ა. ენრიკესი (79)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი, ბოისი (71. ა. ენრიკესი) - მაკარტური, მაკარტი, სტამი (46. ესპინოსა), ბოსეჟური - გომესი, მელონი, დი სანტო (77. ბოსელი)
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - გარდნერი, ოში, ბრამბლი, კოლბეკი - ნდიაიე, ვონი (90+2. ელმოჰამადი), ლარსონი, ა. ჯონსონი (75. მაკლინი) - სესინიონი (84. ბერდსლი) - ფლეტჩერი
გაფრთხილება: ბოისი, ბოსეჟური, ენრიკესი - კოლბეკი, ბრამბლი
კარში დარტყმა: 17-10 (10-6) კუთხური: 9-0 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 12-13 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 19 219

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 2:2
გოლები: 0:1 ბენტეკე (12), 0:2 აგბონლაჰორი (31), 1:2 ბრანტი (49), 2:2 ოდემვინგე (83)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიჯუელი, ოლსონი, მაკოლი, ბ. ჯონსონი - იაკობი (36. ტომასი), დორანსი (82. როსენბერგი), ბრანტი (90+3. ტორნი), მორისონი - ოდემვინგე, ლუკაკუ
ასტონ ვილა (3-5-2): გუზანი - კლარკი, ვლაარი, ბეიკერი (5. ლიშაი) - ვესტვუდი, ნზოგბია (67. ჰოლმენი), დელფი (53. ბენანი), ლოუტონი, ჯ. ბენეტი - ბენტეკე, აგბონლაჰორი
გაფრთხილება: ოლსონი, ლუკაკუ, დორანსი - აგბონლაჰორი, ლიშაი, ლოუტონი
კარში დარტყმა: 21-8 (8-5) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 8-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 25 583

ჩელსი-არსენალი 2:1
გოლები: 1:0 მატა (6), 2:0 ლამპარდი (16-პენ), 2:1 უოლკოტი (58)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - კოული, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა - ლამპარდი, რამირესი - აზარი (88. მარინი), მატა, ოსკარი (73. ბერტრანი) - ტორესი (80. ბა)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - კოკლენი (59. რემსი), დიაბი (75. არშავინი) - უილშირი, კასორლა, უოლკოტი - ჟირუ
გაფრთხილება: მატა, ე. კოული - შჩესნი,
კარში დარტყმა: 11-10 (6-6) კუთხური: 3-9 თამაშგარე: 5-5 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 41 784

ტოტენჰემი-იუნაიტედი 1:1
გოლები: 0:1 ვან პერსი (25), 1:1 დემპსი (90+2)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ნაუტონი (64. ასუ-ეკოტო), კოლკერი, დოუსონი, უოლკერი - დემბელე, პარკერი (80. ჰადლსტოუნი) - ბეილი, დემპსი, ლენონი - დეფო
იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა - რაფაელი, ვიდიჩი, რ. ფერდინანდი, ევრა - ჯონსი - კერიკი, კლევერლი (65. ვალენსია), უელბეკი, კაგავა (62. რუნი) - ვან პერსი
გაფრთხილება: დოუსონი - კერიკი, ევრა, რაფაელი, რუნი
კარში დარტყმა: 15-4 (8-2) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 8-16 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 956

21 იანვარი
საუთჰემპტონი-ევერტონი 00:00

მომდევნო ტური

29 იანვარი 
ასტონ ვილა-ნიუკასლი, ნორვიჩი-ტოტენჰემი, ქუინზ პარკი-მანჩესტერ სიტი, სტოკ სიტი-უიგანი, სანდერლენდი-სუონსი, რედინგი-ჩელსი

30 იანვარი
არსენალი-ლივერპული, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ფულჰემი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-საუთჰემპტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: საშინაო გამოცდა "ტოტენჰემისთვის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული