ეს კი იმის უტყუარი ნიშანია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონს 50 წლის ინგლისელი სპეციალისტი შეცვლის.
ახლახან შედგა დევიდ მოიესის შეხვედრა "ევერტონის" პრეზიდენტ ბილი კონრაიტთან და გადაწყდა, რომ მოიესის 11-წლიანი კარიერა ამ ლივერპულურ კლუბში დასრულდა.
"კლუბის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ შეუდგა ახალი თავკაცის ძიებას", - ვკითხულობთ ოფიციალურ განაცხადში.
ასევე იხილეთ:
BBC: დევიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობას დათანხმდა