დევიდ მოიესი "ევერტონიდან" ოფიციალურად წავიდა

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის შემდეგ დევიდ მოიესი გუნდიდან მიდის.

ეს კი იმის უტყუარი ნიშანია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონს 50 წლის ინგლისელი სპეციალისტი შეცვლის.

ახლახან შედგა დევიდ მოიესის შეხვედრა "ევერტონის" პრეზიდენტ ბილი კონრაიტთან და გადაწყდა, რომ მოიესის 11-წლიანი კარიერა ამ ლივერპულურ კლუბში დასრულდა.

"კლუბის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ შეუდგა ახალი თავკაცის ძიებას", - ვკითხულობთ ოფიციალურ განაცხადში.

ასევე იხილეთ:
BBC: დევიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობას დათანხმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული