ფრენკ ლემპარდი ლონდონის "ჩელსის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი გატანილი გოლების მიხედვით კლუბის რეკორდსმენი გახდა.

11 მაისს, ინგლისის პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრაში, სადაც "ლურჯები" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდნენ, 34 წლის ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. მეორე გოლი ამ გუნდის მაისურით მისთვის 203-ე იყო.

ამით ლემპარდმა გააუმჯობესა ბობი ტემბლინგის შედეგი, რომელმაც 1959-იდან 1970 წლამდე "ჩელსისთვის" 202 გოლი შეაგდო.

ბირმინგემში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა დაწინაურება მე-15 წუთზე, კრისტიან ბენტეკეს გოლით შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმში ლემპარდმა 61-ე და 88-ე წუთებზე შეძლო "ასტონ ვილას" კარის დალაშქვრა და "ჩელსის" გაამარჯვებინა - 2:1.

ასევე იხილეთ:
ფრენკ ლემპარდი - სულითა და გულით ჩელსელი

ფრენკ ლემპარდი: 200-ბურთიან ზღვრამდე მიღწევა განსაკუთრებული გრძნობაა
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა უდავოდ მაღალი კლასის ფეხბურთელი და გუნდის უდავო ლიდერია, თითქმის უიმედო თამაში მოაგებინა თავის გუნდს, ერთი ლიგას უფრო დაახლოვა და მეორე კლუბის ისტორიაში დაიკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი, ყოჩაღ ფრენკ!!!!
soxumski
18:59 11-05-2013
0
ლეგენდა!!! ინისტაზე და ხავიზე ნაკლები ნამდვილად არაა
gocha
22:42 11-05-2013
0

სიახლეები პოპულარული