ფრენკ ლემპარდი: რეკორდს დედას ვუძღვნი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ფერნკ ლემპარდმა საკუთარი მიღწევის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლემპარდი "ჩელსის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ანგარიშზე სულ 203 გოლი დაუგროვდა.

ფრენკ ლემპარდი ლონდონის "ჩელსის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია!

"რამდენიმე წლის წინ დედა დამეღუპა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და თაყვანისცმემელი იყო. ამიტომ ეს რეკორდი მას მივუძღვენი.

ბობი ტემბლინგი შესანიშნავი ადამიანია. სასიამოვნო იყო მისი რეკორდის გამეორება, თუმცა არ მინდოდა მისდამი პატივისცემის გამო გადაჭარბებულად მეზეიმა.

თუმცა როცა მეორე გოლი გავიტანე და რეკორდი გავაუმჯობესე,
ძალიან გახარებული ვიყავი. მადლიერი ვარ ყველა ჩემი თანაგუნდელის, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მეხმარებოდნენ",
- თქვა ლემპარდმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული